Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/106937
Title: ქართველი გენერლები
Keywords: ჯგუფური ფოტო
კალაძე, ნიკოლოზ ივანეს ძე (1909-1997)
ხატიაშვილი, ოთარ გიორგის ძე (1928)
თავაძე, რობერტ გერონტის ძე (1930)
ნანეიშვილი, გაიოზ ვლადიმერის ძე (1929-1990)
დოლიძე, ლევან (1939)
Issue Date: 1989
Abstract: ნიკოლოზ კალაძე - გენერალ-მაიორი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, 190-ე მსროლელი დივიზიის მეთაური 1941 წლიდან, 38-ე არმიის სარდლის მოადგილე (1961-1962), მრავალი სამხედრო წიგნის ავტორი, დაჯილდოებულია 12 ორდენით და 21 მედლით. ოთარ ხატიაშვილი - გენერალ-მაიორი, სახელმწიფო უშიშროების საპატიო თანამშრომელი, სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სამმართველოს უფროსი კამჩატკის ოლქში (1976-1979), აჭარის ასსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე (1979-1981), საქართველოს სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი (1991), დაჯილდოებულია 3 ორდენით და 12 მედლით. რობერტ თავაძე - გენერალ-ლეიტენანტი, სსრკ შეიარაღებული ძალების მხედართმთავარი, მსახურობდა შორეულ აღმოსავლეთში ჯარების მთავარსარდლის მოადგილედ, დაჯილდოებულია 23 მედლით და 6 ორდენით. გაიოზ ნანეიშვილი - ავიაციის გენერალ-მაიორი, ამიერკავკასიის სამხედრო ძალების საჰაერო-სამხედრო ძალების სარდლის მოადგილე (1977-1982), საქართველოს სსრ დოსააფის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე (1982-1990). ლევან დოლიძე - საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის პირველი უფროსი, სახელმწიფო საბჭოს სახელმწიფო მრჩეველი სამხედრო საკითხებში, მრავალი პუბლიკაციის, ბროშურის და წიგნის ავტორი, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი, დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.
Description: გენერალ-მაიორი ნიკოლოზ კალაძის დაბადებიდან 80 წლისთავთან დაკვშირებით შეკრებილი გენერლები; წინა რიგში მარჯვნიდან სხედან: რობერტ თავაძე და ნიკოლოზ კალაძე; უკან მარცხნიდან მესამე - ლევან დოლიძე, მეშვიდე - გაიოზ ნანეიშვილი და ოთარ ხატიაშვილი
Owner: ლევან დოლიძე
Appears in Collections:ლევან გიორგის ძე დოლიძის კოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
dolidze-002.jpg234.44 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.