Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/108169
Title: ნინო უორდროპი - პორტრეტი-კომპოზიცია
Authors: მატაბელი, ქეთი
Keywords: კოლაჟი
ქართველი მხატვრები
მატაბელი, ქეთი (1953)
პორტრეტი
უორდროპი, ნინო
უორდროპი, მარჯორი
უორდროპი, ოლივერ
Description: ნინო უორდროპი გახლავთ ცნობილი ბრიტანელი დიპლომატის, ქართველოლოგის, ჯონ ოლივერ უორდროპის შთამომავალი. — ბრიტანელი დიპლომატი, მოგზაური და მთარგმნელი. გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში (1919—1921). უორდროპმა საქართველოში პირველად 1887 წელს იმოგზაურა და დაწერა წიგნი „საქართველოს სამეფო“, („The Kingdom of Georgia“). მეორე ვიზიტისას 1894 წელს, მან შეისწავლა ქართული და საქართველოს შესახებ რამდენიმე წიგნი გამოაქვეყნა, ასევე გადათარგმნა სულხან საბა ორბელიანის სიბრძნე სიცრუისა. 1906 წლიდან 1919 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობებზე რუმინეთსა და ნორვეგიაში. 1919 წლის ივლისში იგი თბილისში ჩამოვიდა როგორც ბრიტანეთის უმაღლესი წარმომადგენელი. ნოე ჟორდანიას მთავრობა მიესალმა მის დანიშვნას ამ თანამდებობაზე. უორდროპი თანაუგრძნობდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ცდილობდა მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოეჩინა მისთვის. იმ პერიოდის ევროპაში, საქართველოს ყველაზე გავლენიანი ქომაგი სწორედ ოლივერ უორდროპი იყო.
Appears in Collections:ფერწერა და გრაფიკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
nino_uordropis_portreti_kompozicia_shereuli_teknika.JPG245.11 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.