Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/12455
Title: სტუდენტური ორგანიზაცია "ივერია"
Keywords: ჯგუფური ფოტო
ემიგრანტები
კერესელიძე, ლეო მათეს ძე (1885-1943)
კერესელიძე, გიორგი მათეს ძე (1885-1960)
მაღალაშვილი, ნესტორ
Abstract: ლეო კერესელიძე - სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი; ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გენერალი. კერსელიძე დაიბადა ცნობილი მოღვაწის მათე კერესელიძის და მარიამ ყანჩელის ოჯახში. მონაწილეობდა 1905 წ. რუსეთის ჰეგემონიის წინააღმდეგ გამოსვლებში. სახელი გაითქვა თავდასხმებით რუსულ სამხედრო ნაწილებზე და დივერსიებით დუშეთსა და სოხუმში. შემდეგ ევროპაში ცხოვრობდა. დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტი სადაც პრივატ-დოცენტის ხარისხიც მოიპოვა. 1910-იან წწ. ჩაბმული იყო ჟურნალისტიკაში. 1913-14 წწ. თანარედაქტორობდა ჟენევაში გამომავალ გაზეთს თავისულფალი საქართველო" რომლის დამფუძნებელი მისი ძმა გიორგი კერესელიძე იყო. იმავე პერიოდში მეცნიერ მიხეილ წერეთელთან ერთად სათავეში ჩაუდგა საქართველოს გათავისუფლების კომიტეტს", რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ბერლინში დაიდო ბინა. აქ კერესელიძე თანამშრომლობდა "ქართულ გაზეთში" და მონაწილეობდა "ქართული ლეგიონის" ჩამოყალიბებაში. ეს შენაერთი, რომელსაც სათავეში თვითონვე ჩაუდგა, განთავსებულ იქნა ოსმალეთ-რუსეთის კავკასიის ფრონტზე. იგი მოქმედებდა როგორც განცალკევებული მოხალისეთა სამხედრო შენაერთი გერმანიის და ოსმალეთის სამხედრო ხელმძღვანელობის კონტროლის ქვეშ. კერესელიძემ ლეგიონი ლაზებით და მაჰმადიანი ქართველებით შეავსო და განახორციელა რამდენიმე რეიდი აჭარაში, რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა რუსულ კომუნიკაციებს ბათუმის მისადგომებთან. მოგვიანებით, ოსმალეთის სარდლობასთან უთანხმოების გამო ლეგიონი ფაქტიურად დაშალეს, მაგრამ კერესელიძე განაგრძობდა დივერსიული აქტების მოწყობას რუსეთის არმიის წინააღმდეგ. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდში, 1918 წ. მაისში, კერესელიძე ბერლინში იმყოფებოდა. იგი მალევე დაბრუნდა სამშობლოში და მონაწილეობა მიიღო ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში. საბჭოთა რუსეთის არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, კერესელიძე ემიგრაციაში წავიდა. მისი ძმა, იასონი, საქართველოში დარჩა და იყო დამოუკიდებლობის კომიტეტის (დამკომი. ხელმძღვანელი: გენერალი კონსტანტინე აფხაზი) სამხედრო ცენტრის წევრი. იგი სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად 1923 წ. დახვრიტეს. საქართველოდან წასვლის შემდეგ ლეო კერესელიძე ცხოვრობდა გერმანიაში, სადაც ჩამოაყალიბა მემარჯვენე-ნაციონალისტური ორგანიზაცია "თეთრი გიორგი" (1924), რომლის მთავარი მდივანი თვითონვე იყო. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე,1942 წ. მონაწილეობა მიიღო ქართველ ტრადიციონალისთა კავშირის შექმნაში. იგი 1943 წელს იმსხვერპლა ნაღმის ნამსხვრევმა.
Description: მარცხნიდან: ნესტორ მაღალაშვილი; მეოთხე- ლეო კერესელიძე; მეხუთე - გიორგი კერესელიძე
Owner: გიორგი მამულია
Appears in Collections:ქართველები საზღვარგარეთ

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Student Asoc Suisse.jpg520.44 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.