იმედი : [3] Collection home page

Logo
border

"იმედი", ქართული ხალხოსნების ყოველკვირეული ლიტერატურული და პოლიტიკური ჟურნალი; გამოდიოდა თბილისში 1881 წლის იანვრიდან 1883 წლის ივნისამდე. სულ დაიბეჭდა 29 ნომერი 22 წიგნად. "იმედი" განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა გლეხობის ყოფა-ცხოვრების ასახვას თანამედროვეობასა და ისტ. წარსულში, იცავდა კლასობრივი ბრძოლის არსებობის აზრს წარსულშიც და აწმყოშიც, მოითხოვდა აგრ. საკითხების გადაწყვეტას სახელმწიფოებრივი სისტემის შეცვლის საფუძველზე. ჟურნალი მკვეთრად გაემიჯნა ლიბერ. შეხედულებებს. იბეჭდებოდა სტეფანე ჭრელაშვილის, მ. გურგენიძის, ანტონ ფურცელაძის და სხვათა წერილები, სოფრომ მგალობლიშვილის, ზაქარია გულისაშვილის და სხვათა მოთხრობები, ვაჟა-ფშაველას ადრინდელი შემოქმედების ნიმუშები, დ. აბდუშელიშვილის ბიბლიოგრაფიები. რედაქტორი-გამომცემელი - მიხეილ გურგენიძე.

Browse
Subscribe to this collection to receive daily e-mail notification of new additions RSS Feed RSS Feed RSS Feed
Collection's Items (Sorted by Submit Date in Descending order): 1 to 3 of 3
PreviewIssue DateTitleAuthor(s)
Mar-1883იმედი N3-
Nov-1882იმედი N11-12გურგენიძე, მიხეილ
Oct-1881იმედი N10-12გურგენიძე, მიხეილ
Collection's Items (Sorted by Submit Date in Descending order): 1 to 3 of 3