Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/170790
Title: ქურთი ქალი
Authors: ქობულაძე, სერგო
Keywords: ფერწერა
ქართველი მხატვრები
ქობულაძე, სერგო (1909-1978)
პორტრეტი
მუყაო
ზეთი
Issue Date: 1936
Description: ქართველი მხატვარი, სერგო ქობულაძე დაიბადა 1909 წლის 7 თებერვალს ახალციხეში. ოჯახის თბილისში გადმოსვლის შემდეგ, ქობულაძეს საშუალება მიეცა, საშუალო სკოლაში სწავლასთან ერთად ბ. შებუევისა და ნ. სკლიფასოვსკის ხატვის გაკვეთილებს დასწრებოდა. 1925-1930 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ე. ლანსერესთან, ი. შარლემანთან და გ. გაბაშვილთან. 1931 წლიდან სსრკ-ის დიდი თეატრისა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მხატვარი სერგო ქობულაძე თეატრში კოტე მარჯანიშვილმა მიიწვია 1932 წელს. ამ დროიდან მისი მოღვაწეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული თეატრთან. მან გააფორმა სპექტაკლები თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის და რუსთაველის სახელობის თეატრებში, ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში, და მოსკოვის დიდ თეატრში. მათ შორის თბილისის საოპერო თეატრში მ. შველიძის ოპერა „ამბავი ტარიელისა“ (1947 წელი) და გრიგოლ კილაძის ბალეტ სინათლეს (1947 წელი) გაფორმებისათვის მას სახელმწიფო პრემიები მიენიჭა „სსრკ-ის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი“. 1930 წლიდან სისტემატიურად მონაწილეობდა გამოფენებში, რომლებიც თბილისში, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში ეწყობოდა. 1950-იან წლებში მისი ნამუშევრები გაიგზავნა ვენეციასა და ლონდონში. 1960 წელს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრისათვის, სერგო ქობულაძემ მოხატა საზეიმო ფარდა, რომელშიც მთელი თავისი ოსტატობა ჩააქსოვა.
Owner: სერგო ქობულაძის ოჯახის საკუთრება
Appears in Collections:ფერწერა და გრაფიკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
kurti_kali_mukao_zeti_46X38_1936_mxatvris_ojaxis_sakutreba.jpg121.03 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.