ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/17437
სათაური: ბორის პაიჭაძე და ნონა გაფრინდაშვილი
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
პაიჭაძე, ბორის (1915–1990)
გაფრინდავილი, ნონა
რეზიუმე: ბორის პაიჭაძე - ქართველი ფეხბურთელი, თამაშობდა თბილისის დინამოს შემადგენლობაში. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ორი წლის განმავლობაში წვრთნიდა თბილისის დინამოს. მის სახელს ატარებს საქართველოს უდიდესი ეროვნული საფეხბურთო სტადიონი, რომელიც თბილისის დინამოს საშინაო მოედანია. ნონა გაფრინდაშვილი - ქართველი მოჭადრაკე, ქალთა შორის მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონი (1962-78). მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962-1978). საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა (1976) და ვაჟთა (1978) შორის. სპორტის დამსახურებული ოსტატი (1964). 1982 წლის საჭადრაკო ოსკარის მფლობელი. ფიდეს ქალთა კომისიის თვმჯდომარე (1980-1986). საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი (1989-1996).1996 წლიდა მისი საპატიო პრეზიდენტი. საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე (1981). თავისი თაობის უძლიერესი მოჭადრაკე ქალი. ჭადრაკის თამაში დაიწყო 5 წლის ასაკიდან. შემდგომში მის დაოსტატებაზე ზრუნავდნენ ვახტანგ ქარსელაძე და მიხეილ შიშოვი. 15 წლის ასაკში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. სსრ კავშირის 5-გზის (1964,1974,1981,1983 და 1985) ჩემპიონი. 1960 წლიდან მონაწილეობს მსოფლიოს ჩემპიონატებში.
აღწერილობა: გადაღების თარიღი და ადგილი უცნობია
მფლობელი: ლიანა პაიჭაძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Boris_Paichadze (6).jpg263.15 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება