Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1871
Title: ზაქარია ჭიჭინაძე
Authors: ჩლაიძე, ვ.ა.
Keywords: ჯგუფური ფოტო
ღია ბარათი
ჭიჭინაძე, ზაქარია ეგნატეს ძე (1853–1931)
Abstract: ზაქარია ჭიჭინაძე – საზოგადო მოღვაწე, ქართული მწერლობისა და ისტორიის მკვლევარი. იდეური მიმართულებით იყო ხალხოსანი და სოციალისტ-უტოპისტი. 1872 წლიდან თანამშრომლობდა თბილისის ჟურნალ-გაზეთებში და სტატიებს აქვეყნებდა ფსევდონიმებით. ის იყო მეწიგნე, გამომცემელი, ძველ ხელნაწერთა ჭირისუფალი, ქართველ მაჰმადიანთა გულშემატკივარი, სემინარიელებზე მზრუნველი, არალეგალურ წიგნთა მცველი და გამავრცელებელი, მუშა-ხელოსანთა მასწავლებელი და აღმზრდელი, ქართული ენისა და მწერლობის ქომაგი. თვითონ გაჭირვებული, ყველას უშურველად უმართავდა ხელს, მაგრამ ერთი განსაკუთრებული და გამორჩეული მიზანი და მოვალეობა იტვირთა: ის იყო ქართველ კათოლიკეთა, ქართველ მაჰმადიანთა, ებრაელთა და გრიგორიანთა ეროვნული ერთიანობის მქადაგებელი და მათზე მზრუნველი. 1889 წელს პირველად გაემგზავრა ქობულეთში და მას შემდეგ მუდმივად დადიოდა, თან ჩაჰქონდა ქართული წიგნები და უფასოდ არიგებდა. ეს მოგზაურობა არ იყო იოლი და უხიფათო. ხოჯები და მოლები თავიანთ მრევლს ქრისტიანთან ურთიერთობას, ქართული წიგნების შეხებასაც კი უკრძალავდნენ, ამისთვის წყევლიდნენ და სჯიდნენ. ზაქარია ჭიჭინაძე არ ეპუებოდა - ნაჩუქარ წიგნებს უკან უყრიდნენ, ის მაინც არიგებდა, ცდილობდა, ყველა ოჯახში ერთი ქართული წიგნი მაინც ყოფილიყო, მეჩეთიდან აგდებდნენ, მაგრამ ახერხებდა, ხოჯებთან და მოლებთან საერთო ენას გამოენახა, ჯამეში იჩოქებდა და არაბულ ლოცვებს წარმოთქვამდა. წვიმაში, ტყე-ტყე მარტო დადიოდა, ყველა სოფელს სწვდებოდა. ის არც მაჰმადიანობას ებრძოდა და არც ქრისტიანობას ქადაგებდა. ერთადერთი მიზანი ჰქონდა - ქართველებს თავიანთი ენა და ეროვნება არ დავიწყებოდათ. საგანგებოდ ბეჭდავდა იაფფასიან წიგნაკებს, მათ ქართულ ანბანსაც ურთავდა, განსაკუთრებით აჭარა-ქობულეთელთათვის. არაბულ ლოცვებს ქართული ასოებით უბეჭდავდა და ქართველ მუსლიმანთა ხალხურ ლექსებსა და თქმულებებს ათავსებდა. გაზეთებში კორესპონდენციებს გზავნიდა და ქართულ საზოგადოებას ყურადღებასა და მზრუნველობას სთხოვდა. ზაქარია ჭიჭინაძემ ლაზისტანიც მოიარა და ამ კუთხისა და ხალხის მდგომარეობაც აღწერა. მეორედ გამოსცა ბროსე-ჩუბინაშვილისეული "ქართლის ცხოვრება" (1913, ორ ნაწილად), "პარიზის ქრონიკა" (1910). ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა ჭიჭინაძის მრავალრიცხოვანი (120-ზე მეტი) ნარკვევი და წერილი საქართველოს პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურის ისტორიის საკითხებზე. ცალკე შრომა მიუძღვნა 1805 წლის ამქართა აჯანყებას. სხვა შრომებიდან აღსანიშნავია "აღა-მაჰმად-ხანის თავისმკვეთელი მცხეთელი ანდრია და მორჩილი რაჟდენ ბარამიძე", "ძველი თბილისი - აღწერანი და ცხოვრება-რაოდენობა". დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში
Description: ფოტო დაზიანებულია. გადაღების თარიღი უცნობია
Appears in Collections:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Chichinadze_Zakaria_01_recto.jpgრექტო262.56 kBJPEGThumbnail
View/Open
Chichinadze_Zakaria_01_verso.jpgვერსო175.31 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.