Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/188208
Title: გიორგი კეკელიძე წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნაზე
Authors: წიკლაური, თამარ
Keywords: ჯგუფური
სინაურიძე, ანდრია ივანეს-ძე (1896-1976)
ანდრია სინაური
ქუთაისი
წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე
ანდრია სინაურის სახელობის ლიტერატურული სახლი-ბიბლიოთეკა
კეკელიძე, გიორგი ზურაბის ძე (1984)
Issue Date: 23-Apr-2016
Abstract: ანდრია სინაური (სინაურიძე) - ქართველი პოეტი; გიორგი კეკელიძე - ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი (2012 წლიდან). გიორგი კეკელიძე არის პრემია „საბას“ და წინანდლის პრემიის ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი (2006-2012 წწ.)
Description: წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ესტუმრა ქუთაისის ანდრია სინაურის სახელობის ლიტერატურულ სახლ-ბიბლიოთეკას, რომელიც გაიხსნა 1976 წელს. პოეტ ანდრია სინაურის გარდაცვალების შემდეგ, მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ნადია აბდუშელიშვილმა, რაკი ერთადერთი ვაჟი (არჩილი) სამშობლოს შეეწირა, თავის მემკვიდრედ მთელი ქალაქის ახალგაზრდობა გამოაცხადა. სახლი, წიგნადი ფონდი, არქივი, ავეჯი და ათასი წვრილმანი, გადასცა საზოგადოებას, ხალხს... ანდრიასეულ კერაზე გაიხსნა მისივე სახელობის საქალაქო ბიბლიოთეკა. სადაც გამგედ ქალბატონი ნადია აბდუშელიშვილი - ბიბლიოთეკარად ქალბატონი ლეილა აბდუშელიშვილი დაინიშნა. მათი გარდაცვალების შემდეგ ბიბლიოთეკას შეემატა ახალი თანამშრომლები ცისმარი მხეიძე, დარეჯან კუტივაძე, მზეო ყურაშვილი და ინგა არაბიძე... ამჟამად ბიბლიოთეკის გუნდს წარმოადგენენ სწორედ ისინი. ანდრიასეული სახლი მუდამ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა თავშეყრის ადგილია. ტრადიცია გრძელდება... ბიბლიოთეკაში სისტემატიურად ეწყობა შეხვედრები, წიგნების განხილვები, ლიტერატურული საღამოები, ბიბლიოგრაფიული მიმოხილვები, ბიბლიოთეკის აქტივთა და მეგობართა საზოგადოების წევრებია: ასათიანი მედეა, მაჩალაძე ნუნუ, ბიბილეიშვილი სალომე, დემეტრაძე სალომე, ავალიანი მაია, ცნობილაძე ლალი, რომელთა უშუალო თანადგომით განხორციელდა მინი-პროექტი. მარჯვნიდან პირველი გიორგი კეკელიძე
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:საქართველოს ბიბლიოთეკების ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Sinauris_Saxelobis_Biblioteka_Qutaisshi (46).JPG304.75 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.