ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/19571
სათაური: სოლომონ ქურდიანი სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის სატყეო განყოფილების კურსდამთავრებულებთან და საგამოცდო კომისიის წევრებთან ერთად
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ქურდიანი, სოლომონ ზაქარიას ძე (1867-1937)
იოსელიანი, ნ
ამირეჯიბი, კ
მელიქიშვილი, პავლე
ჩოლოყაშვილი, ს
ზაკრეგერი, ი
დვალი, მ
ნიკოლეიშვილი, ეკატერინე
გორდეზიანი, ივანე
ჯავახია, ი
მირზაშვილი, ვ
შარაშენიძე, სერგო პეტრეს ძე
საგარეჯო
გამოცემის თარიღი: 1926
რეზიუმე: სოლომონ ქურდიანი - დაიბადა სოფ. საგარეჯოში, მღვდლის ოჯახში. უმაღლესი განათლება მიიღო პოლონეთში. 1918 წელს ივანე ჯავახიშვილის მოწვევით მეცნიერი სამშობლოში დაბრუნდა. 1930 წელს მისი უშუალო მონაწილეობით დაარსდა სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტი, ხოლო 1933 წელს სატყეო - ტექნიკური ინსტიტუტი. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა ტყეების სრულფასოვანი აღწერა, მისი თაოსნობით ბიჭვინთის, ტევრის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ყორუღის, ნაღვარევის, ელდარის, ბაწარას და მარიამჯვრის ნაკრძალს ქურდიანის სახელი ეწოდა. სოლომონ ქურდიანი ებრძოდა ტყის უგეგმვოდ ჩეხვას. ეს ბრძოლა განსაკუთრებით გამძაფრდა, როდესაც 1931 წელს საკავშირო დადგენილებით საქართველოსა და რუსეთის ტყეები ერთ საექპლოატაციო ზონად გამოცხადდა. ტაიგის მსგავსად მთიანი რაიონების ტყეების ჭრა, მეცნიერების აზრით, გამოიწვევდა მეწყერებს, ღვარცოფებსა და ეროზიას. ბოლო დროს მომხდარმა ეკოკატასტროფებმა დაადასტურეს ამ აზრის სისწორე. ტყეების გადარჩენისათვის საჯარო კრიტიკული გამოსვლები მეცნიერს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. 1937 წელს იგი "ხალხის მტრად" გამოცხადდა, დააპატიმრეს, სასტიკად აწამეს, მისი შრომები გაანადგურეს და დახვრიტეს. დღესაც უცნობია მისი საფლავი. ნ. იოსელიანი - ფაკულტეტის მდივანი და გენეტიკის პროფესორი. კ. ამირეჯიბი - მანქანა - იარაღებისა და ხის ტექნოლოგიის პროფესორი. პავლე მელიქიშვილი - ფაკულტეტის დეკანი, ქიმიის პროფესორი. ს. ჩოლოყაშვილი - მევენახეობის პროფესორი. ი.ზაკრეგერი - ზოგადი და კერძო მეტყველების პროფესორი.
აღწერილობა: ზის: სოლომონ ქურდიანი. დგანან : მ. დვალი, ეკატერინე ნიკოლეიშვილი, ივანე გორდეზიანი, ი. ჯავახია, ვ, მირზაშვილი, სერგო შარაშენიძე
მფლობელი: მანანა ქურდიანი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
qurdiani_122.jpg204.52 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
qurdiani_revaz_123.jpg127.84 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება