ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/202332
სათაური: მოსაწვევი – "ცისფერყანწელთა საძმო 100"
სხვა სათაური: მოსაწვევი ბარათი
საკვანძო სიტყვები: მოსაწვევი ბარათი
ცისფერყანწელები
საძმო
ქუთაისი
ფონდი ცისფერყანწელთა ხსოვნისთვის
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია
გამოცემის თარიღი: 18-Nov-2016
რეზიუმე: ცისფერყანწელები — ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და პროზაიკოსთა შემოქმედებითი გაერთიანება, დააარსეს ახალგაზრდა მწერლებმა ქუთაისში 1916 წელს და არსებობდა 1930-იან წლებამდე, ვიდრე საბჭოთა წყობილებამ უგემოვნოდ და უსარგებლოდ არ შერაცხა და დევნა დაუწყო. მოძრაობის ჩამოყალიბების პერიოდში ქუთაისი ქართული ავანგარდული აზროვნების ცენტრს წარმოადგენდა. მიმდინარეობის წევრები იყვნენ ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, შალვა აფხაიძე, ნიკოლო მიწიშვილი, ალექსანდრე არსენიშვილი, სანდრო ცირეკიძე, გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი და შალვა კარმელი (გოგიაშვილი). ისინი ახალგაზრდები და საზოგადოების ნაკლებად ცნობილები იყვნენ, ამიტომ გადაწყვიტეს ძველი თაობიდან მიემხროთ რომელიმე გამოჩენილი მოღვაწე. ასეთი იყო გრიგოლ რობაქიძე. მე-20 საუკუნის უდიდესი ქართველი პოეტი გალაკტიონ ტაბიძეც ამ ჯგუფთან ასოცირდებოდა თავიდან, თუმცა მოგვიანებით მან ეს გუნდი დატოვა. ამ გუნდთან დაახლოებული იყო ასევე მხატვარი ლადო გუდიაშვილი, რომელიც ხშირად ამ მწერლების პუბლიკაციებისთვის ილუსტრაციებს ქმნიდა.
აღწერილობა: "ცისფერყანწელთა საძმოს" 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში ჩატარდა.
მფლობელი: ლოლიტა ჭოლაძე
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
15-2.jpg202.41 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
15-3.jpg146.05 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
15-4.jpg110.05 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
15-1.jpg147.31 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება