Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/218980
Title: დავით ლორთქიფანიძე და მარიკა დარჩია
Authors: წიკლაური, თამარ
Keywords: ჯგუფური
"ქართული მონეტების ოქროს კოლექცია", პროექტი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
"პალიტრა L", გამომცემლობა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
"კვირის პალიტრა"
პრეზენტაცია
წიგნ-ალბომი
დარჩია, მარიკა (1953)
ლორთქიფანიძე, დავით ოთარის ძე (1963)
Issue Date: 23-Jun-2016
Abstract: მარიკა დარჩია - ჰუმანიტარული ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტის ლექტორი, არასამთავრობო ორგანოების საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, ამერიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ასოციაციის წევრი, საზოგადოებასთან ურთიერთობების საერთაშორისო ასოციაციის წევრი, მედია სახლი "პალიტრას" კრეატიული დირექტორი; დავით ლორთქიფანიძე - ქართველი ანთროპოლოგი და არქეოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი (2001), საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი (2004-დან), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ–კორესპონდენტი (2009), აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (2007), ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (WAAS, აშშ) ნამდვილი წევრი (2007). ცნობილი არქეოლოგის ოთარ ლორთქიფანიძის ვაჟი
Description: საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უნიკალური პროექტის, "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია", პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ყველა ადამიანს აძლევს საშუალებას, გახდეს წიგნი-ალბომის მფლობელი და თვეში ერთხელ პირად კოლექციას თითო მონეტა შემატოს. წიგნ-ალბომში საგანგებოდაა გამოყოფილი ადგილები, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მონეტების ასლებით ივსება. ალბომს მოჰყვება სპეციალური ლუპა. 24 განსხვავებული მონეტა საქართველოს ისტორიას ქრონოლოგიურად გვიამბობს. სტუმრებს ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა მოინახულონ ნუმიზმატიკური საგანძურის გამოფენა, რომელიც სპეციალურად ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა. ყველა სტუმარმა საჩუქრად მიიღო პირველი მონეტის ასლი. სამომავლოდ კი ერთგულ მომხმარებელს, რომელიც უნიკალური კოლექციის შეგროვებას გააგრძელებს, ექნება შანსი, გახდეს ნამდვილი ოქროს მონეტის მფლობელი. პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის, გამომცემლობა "პალიტრა L"-ისა და "კვირის პალიტრის" მიერ. წიგნ-ალბომზე მუშაობდა ნუმიზმატთა და ისტორიკოსთა გუნდი. პრეზენტაციას დაესწრნენ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები და ცნობილი სახეები. პროექტის შესახებ ისაუბრეს: დავით ლორთქიფანიძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, მარიკა დარჩია - "პალიტრა მედიის" კრეატიული დირექტორი, გიორგი კეკელიძე - საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მაია პატარიძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნუმიზმატი, წიგნის თანაავტორი. მარცხნიდან: დავით ლორთქიფანიძე, მარიკა დარჩია
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:საქართველოს ბიბლიოთეკების ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Giorgi_Kekelidze_Qartuli_Monetebis_Oqros_Koleqcia (1).JPG209.69 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.