Please use this identifier to cite or link to this item: http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2310
Title: გერცელ ბააზოვი
Keywords: პორტრეტი
ამონაჭერი
ბააზოვი, გერცელ დავითის ძე (1904-1938)
Abstract: გერცელ ბააზოვი – ქართველი მწერალი. დაიბადა ებრაელი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, დავით ბააზოვის ოჯახში. სწავლობდა თბილისის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიური ფაკულტეტის იურიდიულ განყოფილებაზე. ერთხანს ადვოკატად მუშაობდა, შემდეგ - ჟურნალ "საბჭოთა სამართალის" რედაქციაში. ქუთაისის გაზეთ "ებრაელის ხმაში" გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსები. მხატვარ უჩა ჯაფარიძესთან და თეატრმცოდნე დიმიტრი ჯანელიძესთან ერთად გამოსცა ლიტერატურული ჟურნალი "ონი". 1922 წელს დამკვიდრდა თბილისში. აქაურ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა მისი ლექსები, წერილები და თარგმანები. ბააზოვის ინიციატივით დაარსდა ქართველ ებრაელთა თვითმოქმედი დრამატული დასი "კადიმა". ბააზოვი წერდა პიესებს, პოემებსა და მოთხრობებს. 1938 წელს ემსხვერპლა საბჭოთა რეპრესიებს
Appears in Collections:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Baazovi_Gercel_recto.jpgრექტო193.22 kBJPEGThumbnail
View/Open
Baazovi_Gercel_verso.jpgვერსო144.85 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.