Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/268714
Title: სცენა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლიდან
Other Titles: ქუთაისელი მსახიობები
Keywords: ჯგუფური ფოტო
ხერხაძე, ანზორ (1937-2019)
სცენა
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
სპექტაკლი
მსახიობი
საღარაძე, ნათელა
Issue Date: 2018
Abstract: ანზორ ხერხაძე (20.02.1937, ქუთაისი) – 1962 წლიდან ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, 1980 – საქართველოს დამსახურებული არტისტი, 1989 – საქართველოს სახალხო არტისტი, აკაკი წერეთლის, ლადო მესხიშვილის და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (2004). 1997 – ღირსების ორდენის კავალერი. 2001 – ქუთაისის საპატიო მოქალაქე. 1980-1998 წწ. იყო საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე. 2003 წელს მიიღო წლის საუკეთესო მსახიობის წოდება, მას 6-ჯერ გადაეცა პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, არის ყოველთა ძლიერთა პატივგების პრემიის მფლობელი. 2010 წელს ქუთაისში გაიხსნა ანზორ ხერხაძის ვარსკვლავი.
Description: ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – ქართული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ქუთაისის უდიდესი და უმთავრესი თეატრი. 1861 წლის 3 მარტს ქუთაისში, სცენისმოყვარეების მონაწილეობით, გაიმართა პირველი, ისტორიული წარმოდგენა, გიორგი ერისთავის კომედია „გაყრა“, რომლითაც აღინიშნა ახალი მოძრაობის დასაწყისი ქართული თეატრის ისტორიაში. 1880 წელს ქუთაისში დაფუძნდა პროფესიული დასი, რომელსაც 1885 წელს სათავეში ჩაუდგა ცნობილი მსახიობი და რეჟისორი კოტე მესხი. 1894-1905 წლებში ქუთაისის თეატრს ხელმძღვანელობდა დიდ ქართველი მსახიობი, რეჟისორი და საზოგადო მოღვაწე ლადო ალექსი-მესხიშვილი. 1928 წელს ქუთაისში დაარსდა მეორე სახელმწიფო თეატრი, ქუთაის-ბათუმის თეატრის სახელწოდებით, კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით. ორი სათეატრო სეზონის განმავლობაში, ქართული თეატრის რეფორმატორმა, დიდმა რეჟისორმა, ქართული სცენის მსახიობთა ჭეშმარიტ თანავარსკვლავედდთან ერთად, აქ განახორციელა თავისი საუკეთესო დადგმები. 1940 წელს ქუთაისის თეატრს ლადო მესხიშვილის სახელი მიენიჭა. 1955 წელს ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისის დრამატული თეატრის ახალი შენობა, უნიკალური არქიტექტურული ნაგებობა, რომელსაც 2009 წელს ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 2008 წელს მესხიშვილის თეატრში გაიხსნა 100 ადგილიანი მცირე სცენა და ქუთაისის თეატრის ისტორიის ამსახველი მუზეუმი. 2009-2010 წლებში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თეატრის შენობის წინ საზეიმოდ გაიხსნა მესხიშვილის თეატრის სამი მსახიობის სახელობითი ვარსკვლავი: ევა ხუტუნაშვილის, ანზორ ხერხაძის და ერემო სვანაძის. ქუთაისის თეატრის ისტორია მდიდარია ქართული თეატრისა და კულტურის თვალსაჩინო მოღვაწების სახელებით, მნიშვნელოვანი თეატრალური მოვლენებით და ფაქტებით. ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი უცნობია,
Owner: ნარგიზ ჩოგოვაძე
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
A.KHERKHADZE-018.jpgრექტო103.21 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.