Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/276205
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.date.accessioned2018-08-16T12:04:57Z-
dc.date.available2018-08-16T12:04:57Z-
dc.date.issued1940-
dc.identifier.urihttp://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/276205-
dc.description.abstractთინა ქარუმიძე - არქიტექტორ–რესტავრატორი. მუშაობდა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ძველი ქართული ხელოვნების განყოფილების გამგედ. გარდაიცვალა 1982 წელს. მისი შვილებია – ვაჟა და გაიანე ხიმშიაშვილები. შალვა ქარუმიძეს ქალიშვილი. რუდა მეფისაშვილი - ხელოვნების ისტორიკოსი, არქიტექტურის დოქტორი (1971), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1982). 1936 წ. დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიის ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით. 1941 წლიდან მუშაობდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. 1986 წლიდან იყო ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი. რ. მეფისაშვილი მჭიდროდ იყო დაკავშირებული კულტურის ძეგლთა დაცვა-რესტავრაციის დარგში წარმოებულ საქმიანობასთან. 1980-იან წლებში იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს ძეგლთა ინსპექციის განყოფილებას. რ. მეფისაშვილის გამოკვლევები ძირითადად მიძღვნილია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისადმი (ვალე, ერედვის წმინდა გიორგი და «ბერის საყდარი», მეჯუდას ბიეთი, ხეითის «საბაწმინდა», სხალთა და ა. შ.). გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი მონოგრაფიები ცალკეული ისტორიული პროვინციების ხუროთმოძღვრებისა და ზოგადად ქართული ხელოვნების შესახებ. მონოგრაფიებს შორის მოცულობით და ეკლესიის ისტორიისთვის მნიშვნელობით გამოირჩევა წიგნი გელათის მონასტრის ყველა შუა საუკუნოვანი ნაგებობის შესახებ. ფართოდაა ცნობილი მეფისაშვილის ვ. ცინცაძესთან ერთად დაწერილი შრომა შიდა ქართლის მთიანი ნაწილის ხუროთმოძღვრების შესახებ და მათივე გერმანიაში დაბეჭდილი წიგნები ძველი ქართული (ძირითადად, საეკლესიო) ხელოვნებისა და ქართული ხუროთმოძღვრების შესახებ. მეფისაშვილის თაოსნობით მომზადდა წიგნი ბანას ტაძარზე, სადაც თავმოყრილია მთელი სადღეისო ცოდნა ხუროთმოძღვრების ამ ქმნილების შესახებ. რ. მეფისაშვილს მეცნიერულად აქვს აზომილი მრავალი ხუროთმოძღვრული ძეგლი.en_US
dc.subjectქარუმიძე, თინა შალვას ასული (1909-1980)en_US
dc.subjectმეფისაშვილი, რუსუდან (რუდა) (1913-2002)en_US
dc.titleთინა ქარუმიძე და რუსუდან (რუდა) მეფისაშვილი წრომშიen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderკახა ხიმშიაშვილიen_US
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
img032.jpg247.04 kBJPEGThumbnail
View/Open
img033.jpg216.37 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.