Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/30120
Title: სტუმრად ბიძინა კვერნაძესთან
Keywords: ჯგუფური ფოტო
კვერნაძე, ბიძინა ალექსანდრეს ძე (1928-2010)
მესხი, ნესტანი (ნუგეშა) აპოლონის ასული
ჭიაურელი, სოფიკო მიხეილის ასული (1937–2008)
კავსაძე, კახი (1935)
კიკაბიძე, ვახტანგ (ბუბა) (1938)
Abstract: ბიძინა კვერნაძე — ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), ზაქარია ფალიაშვილის (1981) და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების (1985) ლაურეატი. 1996 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, ხოლო 1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. პირველი ქართველი კომპოზიტორია, რომლის სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნა თბილისობის დახურვის ცერემონიალზე 2003 წლის 26 ოქტომბერს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ. ნესტან მესხი - ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო კათედრის პროფესორი. ჭიაურელი სოფიკო - საბჭოთა და ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1976), სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტი (1979). შესრულებული აქვს როლები ასზე მეტ კინოფილმში. სოფიკო ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით „საუკეთესო ქალის როლისთვის" საერთაშორისო კონკურსებზე. 1960-64 და 1968 წლიდან კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობია, ხოლო 1964-68 წლებში კი — რუსთაველის თეატრის. კახი კავსაძე - ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი. ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე - ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1980), სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი. 1967 წლიდან ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ორერას“ სოლისტი. საერთაშორისო კინო ფესტივალზე „კარტახანი-70“ მიღებული აქვს პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო“ (1969). სახელმწიფო პრემია ფილმში „მიმინო“ (1978)
Description: მარცხნიდან: სოფიკო ჭიაურელი, ბიძინა კვერნაძე, კახი კავსაძე და ბუბა კიკაბიძე. უკანა პლანზე ნესტან (ნუგეშა) მესხი
Owner: ნესტან მესხი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Nestan_Mesxi-082.jpg1.61 MBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.