Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/303327
Title: ვალერიან ხარაბაძე მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთად
Keywords: ჯგუფური ფოტო
ხარაბაძე, ვალერიან ბენიამინის ძე (1902-1970)
ხაშური
ხაშურის პირველი სკოლა
ლომსაძე, ივანე (1896-1976)
ბარბაქაძე, ირაკლი
სხირტლაძე, გრიგოლი ლეონტის ძე (1909-1989)
ნამორაძე, ნატალია გიორგის ასული (1905-1969)
Issue Date: 1942
Abstract: ვალერიან ხარაბაძე (1902-1970) - ქართველი პედაგოგი, ბიოლოგი. 1925-1927 წლებში გორის მაზრის წითელქალაქის შვიდწლიანი შრომის სკოლის ბიოლოგია-მათემატიკის მასწავლებელი, 1927-1970 წლებში ხაშურის პირველი სკოლის (გიმნაზიის) ბიოლოგიის პედაგოგი. 1931-1937 წლებში აგრეთვე ასწავლიდა ბუნებისმეტყველებას ხაშურის პედაგოგიურ სასწავლებელში, ბიოლოგიას მუსიკალურ სკოლაში. 1942 წელს იყო მოზრდილთა სკოლის დირექტორი, 1945-1947 წლებში კი მასწავლებელთა სახლის დირექტორი. 1947-1951 წლებში ხაშურის რაიონის კულტურის სახლის დირექტორი. მიღებული ჰქონდა ,,საპატიო ნიშნის" (1948 წ.), ,,შრომის წითელი დროშის" (1951 წ.) ორდენები. მედლები ,,მამაცური შრომისათვის დიდ სამამულო ომში" (1945 წ.), ,,შრომითი მამაცობისათვის" (1946 წ.) და სხვ. დაჯილდოვებული იყო ,,სახალხო განათლების წარჩინებულის" სამკერდე ნიშნით; ივანე ლომსაძე (1896-1976) - მათემატიკის პედაგოგი. 1918-1924 წლებში მუშაობდა გორის რაიონის სოფელ ზემო ხვითის დაწყებითი სკოლის გამგე-მასწავლებლად. ამავე პერიოდში წერა-კითხვის სალიკვიდაციო სკოლაში. 1924 წლიდან ხაშურის პირველი სკოლის მათემატიკის მასწავლებელი. 1937-1955 წლებში ხაშურის ხაშურის ვაჟთა პირველი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე. 1955-1968 წლებში მუშაობდა ხაშურის მე-3 საშუალო სკოლაში. დაჯილდოვებული იყო "ლენინის" და ,,საპატიო ნიშნის" ორდენებითა და მედლებით. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებლის წოდება. ნატალია ნამორაძე-ძინძიბაძე (1905-1969) - პედაგოგი. 1935 წლიდან მუშაობდა ხაშურის პირველ საშუალო სკოლაში. 1934 წლიდან 23 წლის განმავლობაში იყო საქალაქო საბჭოს დეპუტატი. ხელმძღვანელობდა მასწავლებელთა მეთოდურ სექციას, იყო სასამართლოს მსაჯული. 1949 წელს დაჯილდოვდა ,,შრომის წითელი დროშის" ორდენით, ხოლო 1959 წელს ,,ლენინის ორდენით"; გრიგოლ სხირტლაძე (1909-1989) - პედაგოგი. იყო ფიზკულტურის ინსტრუქტორი და მასწავლებელი შორაპანში. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ახუთის საშუალო სკოლაში, შემდეგ ხაშურის პირველ საშუალო სკოლაში. 1936-1941 წლებში მუშაობდა ხაშურის პედაგოგიურ ტექნიკუმში, 1945-1950 წლებში რკინიგზის მოზრდილთა სასწავლებელში, 1951-1981 წლებში რკინიგზის მესამე საშუალო სკოლაში. 1965 წელს მიენიჭა ,,საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებლის" წოდება. ირაკლი ბარბაქაძე - პედაგოგი;
Description: ხაშურის პირველი სკოლის 1942 წლის გამოშვება. მარცხნიდან მესამე რიგში: ირაკლი ბარბაქაძე, გრიგოლ სხირტლაძე, ნატალია ნამორაძე, ივანე ლომსაძე, ვალერიან ხარაბაძე.
Owner: მორის დანდურიშვილი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Goderdzi_Bolkvadze016.jpg273.08 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.