Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/303982
Title: გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი
Authors: მეჩითოვი, იური
Keywords: პორტრეტი
ბაგრატიონ-დავითაშვილი, გიორგი (1945)
Issue Date: 1975
Abstract: გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი - გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი დაიბადა 1945 წლის 26 ივლისს, თბილისში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, არქიტექტორის სპეციალობით. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1967 წელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში. წლების მანძილზე, როგორც არქიტექტორი, მონაწილეობდა ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში, აფიქსირებდა ტრადიციული არქიტექტურისა და ხალხური გამოყენებითი ხელოვნების ძეგლებს. აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას ხელმძღვანელობით მოამზადა და 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც ეძღვნებოდა ქართველ მთიელთა საცხოვრებლის ინტერიერის პრობლემებს. მთელი ამ წლების მანძილზე გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი სამეცნიერო-კვლევით მუშაობასთან ერთად ეწევა აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას. მისი, როგორც მხატვრის ინტერესების სფერო მოიცავს სახვითი ხელოვნების სხვადასხვა ჟანრების ფართო სპექტრს: ფერწერა, გრაფიკა, პლაკატი, სამეცნიერო ილუსტრაცია, სასაქონლო ნიშანი, ემბლემა, პიქტოგრამა და სხვ.
Owner: მიხეილ დავითაშვილი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Mika_Davitashvili076.jpg212.65 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.