Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/306776
Title: შალვა პაპუაშვილი და სულიკო ტაბატაძე შვილებთან ერთად
Keywords: ჯგუფური ფოტო
პაპუაშვილი, შალვა (შალიკო) ნიკოლოზის ძე (1926-1998)
ტაბატაძე-პაპუაშვილი, სულიკო (1929-2015)
პაპუაშვილი ნიკოლოზ (ლენგური) შალვას ძე (1949)
ხაშური
ხაშურის რაიონი
Issue Date: 1954
Abstract: შალვა (შალიკო) ნიკოლოზის ძე პაპუაშვილი – დაიბადა 1926 წლის 10 აგვისტოს სოფელ დუმაცხოვში ნიკოლოზ (ნიკალა) ანდროს ძე პაპუაშვილისა და თამარა სოლომონის ასული გოგალაძის ოჯახში. სწავლობდა დუმაცხოვის დაწყებით სკოლაში, შემდეგ ალის საშუალო სკოლაში. 1948 წელს ცოლად შეირთო გულნარა (სულიკო) იაკობის ასული ტაბატაძე. შეეძინათ 6 შვილი: 1949 წელს ნიკოლოზ (ლენგური) პაპუაშვილი, 1951 წლის 10 აგვისტოს ანდრო (ავრესი) პაპუაშვილი, 1953 წლის 10 აგვისტოს ნოდარი (ელდარი) პაპუაშვილი, 1955 წელს ზურა პაპუაშვილი, 1958 წლის ილია (ილო) პაპუაშვილი, 1960 წელს ვლადიმერ (ვალო) პაპუაშვილი. შალვა პაპუაშვილი მუშაობდა ჯერ სოფელ დუმაცხოვის კოლმეურნეობაში, შემდეგ სოფლის მეურნეობაში. გარდაიცვალა 1998 წელს. დაკრძალულია სოფელ დუმაცხოვის სასაფლაოზე; გულნარა (სულიკო) იაკობის ასული ტაბატაძე – დაიბადა 1929 წლის 5 აგვისტოს საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში იაკობ ტაბატაძისა და თამარ კაპანაძის ოჯახში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ (მამა გარდაეცვალა 32 წლის ასაკში, დედა 36 წლის ასაკში) ცხოვრობდა საჩხერის რაიონის სოფელ ჯალაურთაში დედის ძმასთან და ბებიასთან. 1948 წელს ცოლად გაჰყვა შალვა (შალიკო) ნიკოლოზის ძე პაპუაშვილს. გარდაიცვალა 2015 წლის 23 მაისს. დაკრძალულია სოფელ დუმაცხოვის სასაფლაოზე. ნიკოლოზ (ლენგური) შალვას ძე პაპუაშვილი – დაიბადა 1949 წლის 14 ნოემბერს ხაშურის რაიონის სოფელ დუმაცხოვში,.სწავლობდა დუმაცხოვის დაწყებით სკოლაში, საშუალო სკოლა დაამთავრო ალის სკოლაში (8 კლასი), საშუალო სკოლა დაამთავრა ქუთაისის ღამის სკოლაში (ავტოქარხნის დასახლება). მუშაობდა ქუთაისის ავტოქარხანაში ზეინკლად. შემდეგ გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში 1969 წელს, დაბრუნდა 1971 წელს; ანდრო (ავრესი) პაპუაშვილი; ნოდარი (ელდარი) პაპუაშვილი - 1953-2013.
Owner: გიორგი ჩუბინიძე
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Giorgi_Chubinidze_agvisto002.jpg171.69 kBJPEGThumbnail
View/Open
Giorgi_Chubinidze_agvisto003.jpg126.9 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.