Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/36481
Title: წერილი დავით საღირაშვილისადმი
Authors: მანველიშვილი, ალექსანდრე
Keywords: საღირაშვილი, დავით ალექსის ძე (1887-1962)
მანველიშვილი, ალექსანდრე (სანდრო) სტეფანეს ძე (1904-199...)
წერილი
ხელნაწერი
ემიგრანტი
ემიგრაცია
ემიგრანტული ჟურნალისტიკა
ახმეტელი, მიხეილ (მიშა) მიხეილის ძე (1895-1963)
არსენიძე, რაჟდენ მათეს ძე (1881-1965)
Issue Date: 7-Mar-1958
Abstract: დავით ალექსის ძე საღირაშვილი – ქართველი სამხედრო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სოციალ-დემოკრატი. 1908-1910 წწ. იბრძოდა სპარსეთში. რევოლუციური საქმიანობისთვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. პირადად იცნობდა სტალინს. 1918 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილედ. 1920 წელს, გრიგოლ ურატაძესთან ერთად მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც 7 მაისის ე.წ. "მოსკოვის ხელშეკრულებით" დაგვირგვინდა. გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა დააკავეს და მეტეხის ციხეში 16 თვიანი პატიმრობის შემდეგ, 1922 წელს, 61 სხვა პატიმართან ერთად გერმანიაში გაასახლეს. 1927 წლიდან უპარტიო. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. 1957-1958 წლებში, მიუნხენში არჩილ მეტრეველთან ერთად გამოსცემდა გაზეთს "სამშობლოს განთავისუფლებისათვის". ალექსანდრე (სანდრო) სტეფანეს ძე მანველიშვილი – ქართველი ემიგრანტი, პოლიტიკური ორგანიზაცია «თეთრი გიორგის» ერთ-ერთი ლიდერი და იდეოლოგი, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის თვალსაჩინო წარმომადგენელი. მიხეილ ახმეტელი – აღმოსავლეთის (ანუ "ვანზეეს") სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი. მეგობრობდა III რაიხის იდეოლოგ ალფრედ როზენბერგთან . გერმანიაში საქართველოს ელჩის, ვლადიმერ ახმეტელის ძმისწული. რაჟდენ არსენიძე – ქართველი ემიგრანტი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, სოციალ-დემოკრატი, პუბლიცისტი.
Description: 1 ფურცელი. ტექსტი – ხელნაწერი, ქართულ ენაზე. მოხსენიებული პირები: მ. ახმეტელი, არსენიძე.
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:დავით საღირაშვილის არქივი

Files in This Item:
File Description SizeFormat 
23.4(33)_recto.jpgრექტო636.83 kBJPEGThumbnail
View/Open
23.4(33)_verso.jpgვერსო581.37 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.