Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/37012
Title: გიორგი და ოთარ ფურცელაძეები პირველ მსოფლიო ომში
Keywords: ჯგუფური ფოტო
ფურცელაძე, გიორგი მიხეილის ძე (1866-1924)
ფურცელაძე, ოთარი მიხეილის ძე
Issue Date: 28-Nov-1905
Abstract: გიორგი ფურცელაძე - ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1916); გენერალ მიხეილ ფურცელაძის შვილი. სამხედროები იყვნენ ასევე მისი ძმები: ალექსანდრე, ოთარი, ირაკლი, ერასტი და სოლომონი. განათლება მიიღო ტფილისის კადეტთა კორპუსში. 1866 წლიდან მსახურობდა რუსეთის არმიაში. პირველი წოდება (პოდპორუჩიკი) მიიღო 1888 წელს. 1901 წ. დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია და მიენიჭა კაპიტნის წოდება. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში (1904-05). 1911 წ. გახდა პოლკოვნიკი. პირველი მსოფლიო ომის დროს მეთაურობდა შირვანის 84-ე ქვეით პოლკს. 1916 წ. მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში. 1921 წ. საბჭოთა რუსეთთან ომის დროს იყო ბათუმის სამხედრო კომენდანტი და თურქეთთან საზღვრის გამაგრების შტაბის უფროსი. 1924 წ. აჯანყების მომზადების პერიოდში მეთაურობდა „სამხედრო ცენტრის“ ბათუმის ნაწილს. დააპატიმრეს და დახვრიტეს საბჭოთა უშიშროების აგენტებმა. მასთან ერთად სიკვდილით დასაჯეს აგვისტოს მოვლენების 23 მონაწილე.
Description: ცენტრში ზის: გიორგი ფურცელაძე. მარჯვნიდან ზის: ოთარ ფურცელაძე
Owner: ნოდარ თოფურიძე
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Topuridze_31.jpg78.44 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.