ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/38450
სათაური: მიხეილ ჭავჭავაძე, მამუკა ჭავჭავაძე, პრასკოვია შატიხინა–ჭავჭავაძე, მაკა ჭავჭავაძე, თამარ ჭავჭავაძე, ალექსანდრე (საშა) ჭავჭავაძე, ნინო ჭავჭავაძე
ავტორები: ერმაკოვი, დიმიტრი
Ермаков, Дмитрий Иванович
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
ჭავჭავაძე, მიხეილ მამუკას (მაკარის) ძე (1869–1936)
ჭავჭავაძე, მამუკა (მაკარ) რამაზის (რომანის) ძე (1836-1916)
შატიხინა–ჭავჭავაძე, პრასკოვია ნიკოლოზის ასული (1841-1912)
ჭავჭავაძე,მარიამ (მაკა) მამუკას (მაკარის) ასული (1864–?)
ჭავჭავაძე, თამარ მამუკას (მაკარის) ასული (1874-1955)
ჭავჭავაძე, ალექსანდრე მამუკას (მაკარის) ძე (1868-?)
ჭავჭავაძე, ნინო მამუკას (მაკარის) ასული (1866-1950)
ჭავჭავაძეები
ჭავჭავაძეები
რეზიუმე: მიხეილ (მამუკა) ჭავჭავაძე - მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში (1904-1905 წწ.) მანჯურიის არმიის შემადგენლობაში, შემდგომ - პირველ მსოფლიო ომში. რამდენჯერმე იყო დაჭრილი. დაჯილდოებულია: წმ. სტანისლავის მე-3 და მე-2, წმ. ანას მე-4, მე-3 და მე-2, წმ. ვლადიმერის მე-4 ხარისხების ორდენებითა და მრავალი მედლით. მამუკა (მაკარ) ჭავჭავაძე - მონაწილეობდა დუნაისპირეთის სათავადოებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში თურქების წინააღმდეგ (1853-1854 წწ.-ში); 1855 წლიდან - სევასტოპოლის დაცვაშია. 1860 წლიდან, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, მუშაობდა სხვადასხვა სამოქალაქო დაწესებულებებში. სამსახურიდან გადადგა “დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკის” წოდებით. დაჯილდოებულია: წმ. ვლადიმერის მე-4 ხარისხის, წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-3 და მე-2 ხარისხების, ლომისა და მზის სპარსული მე-2 ხარისხის ორდენებით და ასევე მედლებით. პრასკოვია ნიკოლოზის ასული შატიხინა–ჭავჭავაძე - პოეტი, მთარგმნელი. გ. ლეონიძის სახ. ლიტ. მუზეუმში დაცულია პრასკოვია შატიხინა-ჭავჭავაძის 1903 წლით დათარიღებული ლექსი (ხ-7251) რუსულ ენაზე მიძღვნილი ილია ჭავჭავაძისადმი. თამარ მამუკას ასული ჭავჭავაძე - ავტორია მოგონებებისა პაპის - ნიკოლოზ პავლეს ძე შატიხინის (მისი სურათი დაცულია გ. ლეონიძის სახ. ლიტ. მუზეუმში №6604) ოჯახის, ალექსანდრე ყაზბეგის (იხ. ივ. ლოლაშვილი «ოცი წელი გიორგი ლეონიძესთან», თბ. 1980, გვ 145-150) და ილია ჭავჭავაძის (გ. ლეონიძის სახ. ლიტ. მუზეუმი, ხ-13448, ხ-13451, ხ-13452) შესახებ. ალექსანდრე (საშა) მამუკას ძე ჭავჭავაძე (1868-?). - შორეული ნაოსნობის კაპიტანი; ბათუმში დააარსა მეზღვაურთა სკოლა (იხ. ნ. შვანგირაძე «თამარ ჭავჭავაძე», თბ. 1973, გვ. 11); «დაიღუპა ბათუმიდან ჰამბურგს მიმავალი ნავთით დატვირთული გემი «ბლესკი». გადარჩა გემის ოცდათორმეტი მოხელე და ცნობილი მეზღვაური, კაპიტნის თანაშემწე, თავადი ალექსანდრე მამუკას ძე ჭავჭავაძე» (იხ. «ცნობის ფურცელი», 1896, ¹47, 5 დეკემბერი, გვ. 3); ალექსანდრე მამუკას ძე სან-ფრანცისკოში შეხვდა დეკანოზ პავლე ჩუდეცკის მკვლელს, კატორღიდან გაქცეულ იოსებ ლაღიაშვილს (იხ. იპ. ვართაგავა, მოგონებები, წიგნი 2, 1962, გვ.381-382). «დააპატიმრეს მუდამ ბედნავსი მეზღვაური საშა ჭავჭავაძე. მას თურქებთან ურთიერთობაში ისეთივე ბრალი მიუძღოდა, როგორც მე ჩინელებთან. საშა ჭავჭავაძე არასოდეს ეთანხმებოდა მმართველ წრეებს საზღვაო უწყების წარმართვისას. ამას არც ფარავდა. ნ. რამიშვილს მისი განთავისუფლება ვთხოვე; ვარწმუნებდი, მას თურქებთან არანაირი კავშირი არა აქვს-მეთქი. იგი გაათავისუფლეს (იხ. გიორგი კვინიტაძე, მოგონებები, საქართველოსდამოუკიდებლობის წლები 1917-1921, წ. 2, თბ.; 1999, გვ. 128). ნინო მამუკას ასული ჭავჭავაძე - თელავის წმინდა ნინოს სასწავლებლის პედაგოგი. გ. ლეონიძის სახ. ლიტ. მუზეუმში დაცულია მისი მოგონებები (ხ-13266) ჩაწერილი გ. მოზდოკელის მიერ
აღწერილობა: მარჯვნიდან ზის: მიხეილ (მამუკა) ჭავჭავაძე, მამუკა (მაკარ) ჭავჭავაძე, პრასკოვია შატიხინა(მამუკა ჭავჭავაძეს მეუღლე), მაკა ჭავჭავაძე. მარცხნიდან დგას: თამარ ჭავჭავაძე, ალექსანდრე ჭავჭავაძე, ნინო ჭავჭავაძე
მფლობელი: დავით ჭავჭავაძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Davit_Chavchavadze-01.jpgრექტო167.18 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Davit_Chavchavadze-02.jpgვერსო292.98 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება