Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/43491
Title: აკაკი გვახარია
Keywords: პორტრეტი
გვახარია, აკაკი კონსტანტინეს ძე (1894-1937)
რეპრესირებული
Abstract: აკაკი გვახარია - არსულში - სოციალ-ფედერალისტების პარტიის წევრი; უპარტიო. დაპატიმრებამდე - საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის I სკოლის დირექტორის მოადგილე. 1921 წ. საგანგებო კომისიის მერ დაპატიმრებული იყო საქართველოს სსრ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 58-7, 58--8, 58-11 მუხლით. ბრალად დაედო რომ იყო წევრი მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტული, მავნებლური ორგანიზაციისა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის რესტავრაცია საკავშირო კპ(ბ)-ის და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ტერორისა და ძირგამომთხრელი მავნებლურის საქმიანობის გზით. 1931 წ. მარტში ა. კ. გვახარია მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა ხალხის მტერმა, საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის აპარატში მოქმედი კ/რ ორგანიზაციის საქმესთან დაკავშირებით აწ უკვე პასუხისგებაში მიცემულმა კ. ე. ბერიძემ. კ/რ ორგანიზაციაში შესვლის დღიდან მის დაპატიმრებამდე (20.IX.1937 წ.) ეწეოდა აქტიურ ძირგამომთხრელ, მავნებლურ კ/რ საქმიანობას სახალხო განათლების საქმეში. იყო საქმის კურსში კ/რ ორგანიზაციის საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ტერორისტული გეგმების შესახებ. თავი დამანაშავედ არ ცნო. მიესაჯა დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით
Owner: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
gvaxaria_akaki58.49 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.