Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/44470
Title: ივანე რომანის ძე გულბანი
Keywords: პორტრეტი
გულბანი, ივანე რომანის ძე (1894-1937)
რეპრესირებული
Abstract: ივანე გულბანი - წარსულში სოციალ-ფედერალისტი; საკავშირო კპ(ბ) წევრი 1926 წლიდან. დაპატიმრებამდე - მანგლისის სოფსაბჭოს თავმჯდომარე. ბრალად დაედო, რომ იყო აქტიური წევრი მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციისა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის დამყარება ინდივიდუალური ტერორის განხორციელების გზით საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას სოფლის მეურნეობის დარგში. ბრალდებული ი. რ. გულბანი კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა 1936 წ. აწ უკვე ნასამართლევმა ხალხის მტრერმა შ. ი. ნამგალაძემ და შემდგომ კ/რ საქმიანობით დაკავშირებული იყო მემარჯვენეთა კ/რ ცენტრის ყოფილ წევრთან, შ. მათიკაშვილთან. ბრალდებული ი. რ გულბანი დაპატიმრების მომენტამდე 18.08.1937 წ. ეწეოდა აქტიურ კ/რ საქმიანობას საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის მიწათმოწყობის სამმართველოს სისტემაში, ხოლო მანგლისის სოფლის საბჭოს თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში კ/რ ორგანიზაციაში პირადად იბირებდა ახალ წევრებს, ეწეოდა ძირგამომთხრელ მავნებლურ საქმიანობას მიწათმოწყობის ჩაშლის, კოლმეურნეობების დანგრევის და საკოლმეურნეო მშენებლობის დისკრედიტაციის მიზნით. ბრალდებული ი. რ. გულბანი იყო კ/რ ორგანიზაციის ტერორისტული გეგმების საქმის კურსში, რაც მიზნად ისახავდა ტერორისტული აქტების განხორციელებას საკავშირიო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. მიესაჯა დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით
Owner: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
gulbani_ivane_romanis Ze_1.jpg73.71 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.