Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/45077
Title: ქაქუცა ჩოლოყაშვილი ქართველ ემიგრანტებთან ერთად
Keywords: ჯგუფური ფოტო
ემიგრანტები
ჩოლოყაშვილი, ქაიხოსრო (ქაქუცა) იოსების ძე (1888-1930)
კვინიტაძე-დაბო, ნინო (ნანო) გიორგის ასული (1920-2020)
ვაჩნაძე, ცაცა
მაყაშვილი-კვინიტაძისა, მარიამ ვლადიმერის ასული (1889-1960)
კვინიტაძე-ჩხეიძისა, ივდით (იდა) გიორგის ასული (1912-2002)
კვინიტაძე-ოდიშელიძისა, თამარ (თამი) გიორგის ასული (1913-2009)
ოდიშელიძე, გიორგი (1899-1970)
მრელაშვილი, ბაბალე
ჭავჭავაძე, სპირიდონ მიხეილის ძე (1878-?)
ამირეჯიბი, შალვა გიორგის ძე (1887-1943)
ჯორჯაძე, მერაბ დავითის ძე (1900-1947)
Abstract: ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი – ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი. 1924 წლის აჯანყების ორგანიზატორი და ხელმძღვანელი. საქართველოს ეროვნული გმირი. ნანო კვინიტაძე - გენერალ გიორგი კვინიტაძის ქალიშვილი. გიორგი ოდიშელიძე - იუნკერი და საფრანგეთის არმიის ოფიცერი. 1921 წლის თებერვალ–მარტში საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარების შემოჭრისას გიორგი ოდიშელიძე, სხვა იუნკერებთან ერთად, იბრძოდა კოჯორ–ტაბახმელასა და ბათუმის მისადგომებთან. 1921 წლის მარტიდან ემიგრაციაშია, ჯერ სტამბოლში, შემდეგ –საფრანგეთში. იმავე წლის ბოლოს ოთხ იუნკერთან (ნიკოლოზ (კუკური) თოხაძე, ივანე ვაჩნაძე, ალექსანდრე ჯინჭარაძე, ალექსანდრე კინწურაშვილი) ერთად საფრანგეთის სენ–მიქსენის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია. უმცროსი ლეიტენანტი გიორგი ოდიშელიძე 1922 წელს საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში ჩაირიცხა. 1926 წელს სირიაში გაემგზავრა, 1929 წლიდან კი ალჟირში მსახურობს. 1935 წელს კაპიტნის წოდება მიენიჭა და ბატალიონის მეთაურად დაინიშნა. პარიზში გიორგი ოდიშელიძე დაქორწინდა საქართველოს მთავარსარდლისა და იუნკერთა სკოლის ხელმძღვანელის, თავის მასწავლებლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის შუათანა ქალიშვილ თამარზე (თამი), რომელთანაც შეეძინა სამი შვილი: ნოდარი, მერაბი და ეკატერინე. გიორგი ოდიშელიძე გარდაიცვალა პარიზში 1970 წელს, დაკრძალულია შატუს სასაფლაოზე. სპირიდონ ჭავჭავაძე – გენერალი. 1924 წლის აჯანყების მეთაური. 1947 წელს ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნდა. 1951 წელს დააპატიმრეს და მიუსაჯეს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. შემდგომი ბედი უცნობია. შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი - პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის დროს, 1918-1921 წლებში, ეროვნული საბჭოს და დამფუძნებელი კრების წევრი. გარდაიცვალა პარიზში, დაკრძალულია იქვე, სენტ-უანის სასაფლაოზე. მერაბ ჯორჯაძე - ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილთაშვილი. ნინო დავითის ასული (1859-1936) ჭავჭავაძისა და თავადი დავით გიორგის ძე ჯორჯაძის (1867-1928) ვაჟიშვილი. 1922 წელს მერაბ ჯორჯაძე პარტიზანულ რაზმს შეუერთდა, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით საბჭოთა ხელისუფლებას ებრძოდა. 1924 წლის “აგვისტოს აჯანყების” მხეცურად ჩახშობის შემდეგ ჯორჯაძე, წინააღმდეგობის მოძრაობის გადარჩენილ წევრებთან ერთად, თურქეთში გაიქცა. მოგვიანებით საფრანგეთში, ემიგრაციაში წავიდა.
Description: მარჯვნიდან: ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ნანო კვინიტაძე 4 წლის, ცაცა ვაჩნაძე, მარიამ მაყაშვილი, იდა და თამი კვინიტაძეები, გიორგი ოდიშელიძე, ბაბალე მრელაშვილი, სპირიდონ ჭავჭავაძე, შალვა ამირეჯიბი, მერაბ ჯორჯაძე.
Owner: ნანო კვინიტაძე
Appears in Collections:ქართველები საზღვარგარეთ

Files in This Item:
File Description SizeFormat 
qaquca choloyashvili 01_recto.jpg90.12 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.