Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/52548
Title: ლევან ზურაბიშვილი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე პარიზში
Keywords: ჯგუფური ფოტო
ზურაბიშვილი, ლევან ივანეს ძე (1906-1975)
პარიზი
ემიგრანტები
Abstract: ლევან ზურაბიშვილი - ინჟინერი, ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი, პარიზის ქართული სათვისტომოს მერვე თავმჯდომარე. ივანე ზურაბიშვილისა და ნინო ნიკოლაძის (1873-1959 ) უმცროსი ვაჟიშვილი. სალომე ზურაბიშვილის მამა, არჩილ ზურაბიშვილის ძმა. 1921 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ემიგრაციაში. დაამთავრა სენტ-ბარბის კოლეჯი და სამთამადნო-საინჟინრო ინსტიტუტი. იყო საქართველოს ეროვნულ დემოკრატიულ პარტიის წევრი, შემდეგ „თავისუფალ ქართველთა კავშირი"-ს დამფუძნებელი. 1928 წელს აირჩიეს საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტთა კავშირის თავმჯდომარედ. 1928-29 წლებში ილამაზ დადეშქელიანთან და იოსებ კემულარიასთან ერთად დააარსა წმინდა ნინოს ქართული მართლმადიდებლური სამრევლო პარიზში. იყო ქართველ უმუშევართა დამხმარე კომიტეტის მდივანი, „ქართველ ახალგაზრდათა წრის" ხელმძღვანელი. ელისე პატარიძესთან ერთად დაარსა „ქართული ეროვნული ცენტრი". 1947 წლიდან „თავისუფალ ქართველთა კავშირის" თავმჯდომარე გახლდათ. ლევან ზურაბიშვილი იყო 14 წლის განმავლობაში (1961-1975 წ.წ.) იყო პარიზის ქართული სათვისტომოს (ქართულ ასოციაციის) მერვე თავმჯდომარე იყო (ამ პოსტზე ელისე პატარიძე შეცვალა). მან ძმასთან, არჩილ ზურაბიშვილთან, ერთად გადამწყვეტი და მთავარი ადგილი დაიკავა 1973 წელს პარიზის წმინდა ნინოს ახალი ეკლესიის შეძენაში. ცოტა ხნით იყო კორსიკაზე (ხრუშჩოვმა, საფრანგეთში ვიზიტის წინ, მოითხოვა, ყველა ემიგრანტი, რომელიც КГБ -ს შედგენილ სიაში იყო, კორსიკაზე გადაესახლებინათ. საფრანგეთის მთავრობა უხალისოდ, მაგრამ მაინც დათანხმდა. შავ სიაში ლევან ზურაბიშვილიც მოხვდა.) ლევან ზურაბიშვილი გარდაიცვალა 1975 წლის 10 თებერვალს, პარიზში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, დაკრძალულია ლევილში. მეუღლე ზეინაბ კედია, შვილები სალომე და ოთარ ზურაბიშვილები.
Description: სიტყვით გამოდის ლევან ზურაბიშვილი. გადაღების თარიღი უცნობია
Owner: სალომე ზურაბიშვილი
Appears in Collections:ქართველები საზღვარგარეთ

Files in This Item:
File Description SizeFormat 
26-05-1961.jpg320.7 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.