Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/52649
Title: ლევან, გიორგი და არჩილ ზურაბიშვილები
Authors: განკევიჩი, პეტრე
Ганкевич, Петр П.
Keywords: ჯგუფური ფოტო
ზურაბიშვილი, ლევან ივანეს ძე (1906-1975)
ზურაბიშვილი, არჩილ ივანეს ძე (1896-1964)
ზურაბიშვილი, გიორგი ივანეს ძე (1898-1944)
ოჯახი
თბილისი
Abstract: არჩილ ზურაბიშვილი – ინჟინერი. ივანე ზურაბიშვილისა და ნინო ნიკოლაძე-მაკაროვას უფროსი ვაჟი. დაიბადა ქუთაისში 1896 წლის 25 აპრილს. 1914 წელს დაამთავრა თბილისის მე-5 გიმნაზია და სწავლა განაგრძო მოსკოვის საარტილერიო სასწავლებელში. პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა რუსეთის არმიის შემადგენლობაში. რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და სამსახური განაგრძო ერთ-ერთ ქართულ სამხედრო უწყებაში, რომელსაც გენერალი ივანე ჯაფარიძე განაგებდა. 1919 წელს საქართველოს მთავრობამ სხვა ახალგაზრდებთან ერთად გაგზავნა საფრანგეთში სასწავლებლად. 1922 წელს სწავლა დაასრულა გრენობლის ელექტრო-ტექნიკურ ინსტიტუტში. საქართველოში აღარ დაბრუნებულა. მსახურობდა როლს-როისის საზოგადოებაში. 1928 წელს პარიზში შოთა ნიკოლაძესთან ერთად აღადგინა სპორტული საზოგადოება „შევარდენი“. ინჟინერ აპოლონ კობახიძესთან ერთად დააარსა „საფრანგეთში მყოფ ქართველ ინჟინერთა და ტექნიკოსთა საზოგადოება“. გარდაიცვალა 1964 წლის 19 იანვარს, პარიზში. გიორგი ზურაბიშვილი – ივანე ზურაბიშვილისა და ნინო ნიკოლაძე-მაკაროვას მე-2 ვაჟი. მეუღლე ნატალი ფონ პელკენი. შვილები – ელენ კარერ დ’ანკოსი და ნიკოლა ზურაბიშვილი. ლევან ზურაბიშვილი - ინჟინერი. პარიზის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე 1949-1951, 1961-1975 წწ. ივანე ზურაბიშვილისა და ნინო ნიკოლაძე-მაკაროვას უმცროსი ვაჟი. 1921 წლიდან ემიგრაციაშია. დაამთავრა სენტ-ბარბის კოლეჯი და სამთამადნო-საინჟინრო ინსტიტუტი. 39 წლის განმავლობაში მუშაობდა "სიმკა–კრაისლერში". იყო „ქართველ უმუშევართა დამხმარე კომიტეტის“ მდივანი, „ქართველ ახალგაზრდათა წრის" ხელმძღვანელი; „ქართული ეროვნული ცენტრის", წმ. ნინოს ქართული მართლმადიდებლური სამრევლოს და წმ. ქეთევანის ქართული ორთოდოქსალური ძმობის ერთ-ერთი დამაარსებელი; „თავისუფალ ქართველთა კავშირის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი მუდმივი თავმჯდომარე. მცირე ხნით იყო კორსიკაზე (1960 წელს ნიკიტა ხრუშჩოვმა, საფრანგეთში ვიზიტის წინ, მოითხოვა ყველა „თეთრი ემიგრანტის“ ბანაკებში გაგზავნა. საფრანგეთის მთავრობამ, დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, 1 თვით, სახელმწიფო ხარჯებით კორსიკაზე გაგზავნა კგბ–ს შავ სიაში მოხვედრილი ემიგრანტები, მათ შორის ლევან ზურაბიშვილიც. გარდაიცვალა ლევან ზურაბიშვილი 1975 წლის 10 თებერვალს, პარიზში. დაკრძალულია ლევილში. მეუღლე – ზეინაბ მექის ასული კედია. შვილები – სალომე და ოთარ ზურაბიშვილები.
Description: მარცხნიდან: ლევან, გიორგი და არჩილ ზურაბიშვილები. გადაღებულია თბილისში, თარიღი უცნობია.
Owner: სალომე ზურაბიშვილი
Appears in Collections:ქართველები საზღვარგარეთ

Files in This Item:
File Description SizeFormat 
levan_Giorgi_Archil_Zurabishvilebi.jpg326.59 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.