ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/54296
სათაური: ხარება ჯიბუტი და გოგია კენკაშვილი თანამებრძოლებთან ერთად
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
კენკიშვილი, გოგია (?-1937)
ჯიბუტია, ხარება სიმონის ძე (?-1937)
ტყის ძმები
რაზმი
თოფი
ნებიერიძე, ალექსანდრე
ფალასკა
პატრონტაჟი
სავაზნე ჩანთა
რეზიუმე: ხარება სიმონის ძე ჯიბუტი - ზედმეტსახელად "ლეკი" თუში იყო. დაიბადა სოფელ ართანაში. არსებობს გადმოცემა, რომ მისი წინაპარი გურიიდან გადმოსულა კახეთში. მას არავითარი განათლება არ ჰქონია, მაგრამ წერა კითხვა კარგად სცოდნია. ყრმობა და სიჭაბუკე მწყემსობაში გაუტარებია. 1905 წელს გაუცნია თელავის მაზრაში ცნობილი რევოლუციონერ-ტერორისტი აქვსენტი სიდამონიძე და მისი მეშვეობით დაკავშირებია არალეგალურ წრეებს. სიდამონიძის დავალებით ხარება ხშირად ჩამოდიოდა თბილისში პარტიული დავალებების შესასრულებლად. გოგია კენკიშვილი - დაიბადა თელავის ახლოს სოფელ გულგულაში, ღარიბი გლეხის ოჯახში. სოფლის ერთი "ტლუ" ბიჭი ყოფილა, წერა- კითხვის უცოდინარი ბავშვობა და სიჭაბუკე მეძროხედ გაუტარებია.რაღაცაზე ცილი დასწამეს და დააპატიმრეს.მაგრამ 1906 წელს გამოიქცა ციხიდან და შეუერთდა რაზმელებს. გოგია ბოლომდე დარჩა რიგით რაზმელად
აღწერილობა: ფოტოს გადაღების თარიღი და ადგილი უცნობია. მარცხნიდან სხედან: მეორე - ხარება ჯიბუტი, მესამე - გოგია კენკიშვილი, მეოთხე - ზალიკო სიმონიშვილი. ცენტრში ჭიქით ხელში: ალექსანდრე ნებიერიძე.
მფლობელი: თელავის ისტორიული მუზეუმი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Tyis_Dzmebi-025.jpgრექტო306.48 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Tyis_Dzmebi-026.jpgვერსო179.07 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება