Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/57895
Title: პეტრე ხვედელიძე
Keywords: პორტრეტი
ხვედელიძე, პეტრე (1918-2014)
ემიგრანტები
Abstract: პეტრე ხვედელიძე (კიკა ჭალელი) - მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან ცხოვრობს ემიგრაციაში. 1956 წელს, 38 წლის ასაკში, პეტრე ხვედელიძემ მიიღო გადაწყვეტილება, დაეტოვებინა საფრანგეთი. დაიწყო მისი მეორე ემიგრაცია, ამჯერად ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკაში ათი წლის მანძილზე ცხოვრობდა ნიუ–იორკში, სადაც დაამთავრა ამერიკის რადიოკორპორაციის ტექნიკური სასწავლებელი. 11 წელი და 6 თვე იმსახურა როგორც ტექნიკოსმა. მუშაობის პარალელურად, დამატებითი განათლების მისაღებად საღამოს სხვადასხვა სკოლაში სწავლობდა. ორი წელი კი Queens Gollege-ში ისწავლა. 1958 წელს აირჩიეს შშშ ქართული სათვისტომოს გამგეობის წევრად, შემდეგ კი მდივნად. 1963 წელს მიიღო ამერიკის მოქალაქეობა. 1967 წლის 1 მაისიდან მიიწვიეს "ამერიკის ხმის" ქართულ განყოფილებაში. მისი გადაცემის ერთადერთი დევიზი იყო სიმართლე და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ობიექტური ანალიზი. რედაქციაში მუშაობისას მიღებული აქვს სიგელები და მადლობები. 2014 წლის 27 მარტს პეტრე ხვედელიძე ამერიკაში გარდაცვალა. ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი სამშობლოში ჩამოასვენეს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში
Description: ფოტოს გადაღების ადგილი და თარიღი უცნობია
Owner: ლევან ურუშაძე
Appears in Collections:ქართველები საზღვარგარეთ

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Petre Khvedelidze.jpg333.65 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.