ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/65442
სათაური: საქართველოს პრეზიდენტი ედუარ შევარდნაძე ღირსების ორდენს გადასცემს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს, ღვაწლმოსილ პედაგოგს - ქრისტინე (ნინა) ხარშილაძეს
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ხარშილაძე, ქრისტინე (ნინა) მაკარის ასული (1922-2014)
შევარდნაძე, ედუარდ ამბროსის ძე (1928-2014)
ღირსების ორდენი
სახელმწიფო ჯილდო
გამოცემის თარიღი: 8-May-2003
რეზიუმე: ქრისტინე ხარშილაძე - მეორე მსოფლიო ომის მრისხანე წლებში ბრძოლებით განვლო გზა თბილისიდან ბრესლაუმდე. მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნების შემდეგ 46 წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულის N 1 საშ. სკოლაში. მიღებული აქვს საქართველოს დამსახურებული პედაგოგის წოდება, ხალხთა მეგობრობის ორდენი, დიდი სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენი, ღირსების ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი და სხვა ჯილდოები. ქრისტინე ხარშილაძის დაბადების 90-ე წლისთავთან დაკავშირებით გამოიცა წიგნი "თბილისიდან ბრესლაუმდე", სადაც მოცემულია ქრისტინე (ნინა) ხარშილაძის მიერ გავლილი გზა და მისი ცხოვრების ისტორია. წიგნი განკუთვნილია მეორე მსოფლიო ომის ისტორიით, პედაგოგიური მოღვაწეობითა და მემუარული ლიტერატურით დაინტერესებული ფართო მკითხველი საზოგადოებისათვის. სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N1 საჯარო სკოლას მინიჭებული აქვს ქრისტინე ხარშილაძის სახელი. ედუარდ შევარდნაძე - ქართველი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი 1972-1985 წწ. 1985-1990 წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, 1995-2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტი.
აღწერილობა: ფოტო გადაღებულია საქართველოს მთავრობის სხდომათა დარბაზში
მფლობელი: რევაზ მაჭარაშვილი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Revaz_Macharashvili-91.jpg143.38 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება