ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/73264
სათაური: გერასიმე თედორეს ძე ხვიჩია
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
ხვიჩია, გერასიმე თედორეს ძე (1893-1970)
რეზიუმე: გერასიმე ხვიჩია - დაიბადა გეგეჭკორის რაიონ სოფელ თამაკანში. 1915 წელს დაამთავრა ხონის 6 კლასიანი სასწავლებელი, 1916 წელს გაწვეულ იქნა არმიაში და გაიარა თელავის ოფიცერთა სასწავლებელი, შემდგომ თურქეტის ფრონტზე მეთაურობდა ოცეულის პოდპორუჩიკის ხარისხით. გასაბჭოების შემდეგ წითელ არმიაში შევიდა, ჯერ ათეულს მეთაურობდა მესამე ქართულ მსროლელ ლეგიონში, ხოლო მალე მე-5 ქართულ მსროლელი ლეგიონის ასეულის მეთაური გახდა. 1926 წელს სენაკის მაზრის სამხედრო კომისარი, შემდეგ აფხაზეთის ასს რესპუბლიკის სამხედრო კომისარი გახდა. 1941 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ სამხედრო კომისრად, სხვადასხვა დროს იყო პარტიის ზუგდიდის რაიონული კომიტეტის და ბიუროს წევრი, პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის წევრი და ბიუროს წევრობის კანდიდატი მიღებული ქონდა ლენინის ორდენი და შრომის წითელი ორდენი. 1950 წლიდან თადარიგში გავიდა და საცხოვრებლად გადავიდა ზუგდიდში.
აღწერილობა: ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Levan_Taqtaqishvili_22.jpgრექტო632.05 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Levan_Taqtaqishvili_23.jpgვერსო769.07 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება