Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/79626
Title: ლევ გოლოვნია, ვერულაშვილი, გაიოზ ბერელაშვილი და ა. გასპარიანი
Keywords: ჯგუფური ფოტო
ბერელაშვილი, გაიოზ
ვერულაშვილი, ვ.
გოლოვნია, ლევ ვასილის ძე (1889-1969)
გასპარიანი, ა.
Abstract: ლევ გოლოვნია – ფარიკაობა, მწვრთნელი. საქართველოში ფარიკაობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. თავიდან მისდევდა ტანვარჯიშსა და მძლეოსნობას, ფარიკაობაში ვარჯიში დაიწყო 1914 წელს იტალიელი მწვრთნელების ხელმძღვანელობით კიევის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში. იყო ფარიკაობის იტალიური სკოლის მიმდევარი, აღზარდა არაერთი ცნობილი სპორტსმენი და ფარიკაობის სპეციალისტი. მუშაობდა ამიერკავკასიის ფიზკულტურის ინსტიტუტში (ბაქო). საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტის დაარსებისთანავე (1938) ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუდგა ფარიკობის კათედრას. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. გაიოზ ბერელაშვილი – ტანმოვარჯიშე, სპორტის მოღვაწე. გამოდიოდა თბილისის “სოკოლის” სახელით, 1912 წელს მონაწილეობდა პრაღის მეექვსე საერთაშორისო შეკრებაში. იყო მოსკოვის II “სოკოლის” ვარჯიშთავი, თბილისის ტანვარჯიშული საზოგადოება “შევარდენის” ერთ-ერთი დამაარსებელი (1918). ამ ორგანიზაციის დამფუძნებელ კრებაზე აირჩიეს “შევარდენის” ვარჯიშთავის გიორგი ეგნატაშვილის პირველ შემწედ. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შევარდნული მოძრაობის განვითარებაში.
Description: გადაღების ადგილი და თარიღი უცნობია
Owner: ქართული სპორტის მუზეუმი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Shevardeni_265.jpg136.29 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.