ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/79816
სათაური: ლევ გოლოვნია და გაიოზ ბერელაშვილი სპორტსმენებთან ერთად
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
გოლოვნია, ლევ ვასილის ძე (1889-1969)
ბერელაშვილი, გაიოზ (1893-1937)
ტანმოვარჯიშე
ტანვარჯიში
სოკოლი
შევარდენი
სპორტი
რეზიუმე: ლევ გოლოვნია – ფარიკაობა, მწვრთნელი. საქართველოში ფარიკაობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. თავიდან მისდევდა ტანვარჯიშსა და მძლეოსნობას, ფარიკაობაში ვარჯიში დაიწყო 1914 წელს იტალიელი მწვრთნელების ხელმძღვანელობით კიევის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში. იყო ფარიკაობის იტალიური სკოლის მიმდევარი, აღზარდა არაერთი ცნობილი სპორტსმენი და ფარიკაობის სპეციალისტი. მუშაობდა ამიერკავკასიის ფიზკულტურის ინსტიტუტში (ბაქო). საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტის დაარსებისთანავე (1938) ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუდგა ფარიკობის კათედრას. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. გაიოზ ბერელაშვილი – ტანმოვარჯიშე, სპორტის მოღვაწე. გამოდიოდა თბილისის “სოკოლის” სახელით, 1912 წელს მონაწილეობდა პრაღის მეექვსე საერთაშორისო შეკრებაში. იყო მოსკოვის II “სოკოლის” ვარჯიშთავი, თბილისის ტანვარჯიშული საზოგადოება “შევარდენის” ერთ-ერთი დამაარსებელი (1918). ამ ორგანიზაციის დამფუძნებელ კრებაზე აირჩიეს “შევარდენის” ვარჯიშთავის გიორგი ეგნატაშვილის პირველ შემწედ. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შევარდნული მოძრაობის განვითარებაში.
აღწერილობა: ფოტოს გადაღების თარიღი და ადგილი უცნობია.
მფლობელი: ქართული სპორტის მუზეუმი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Shevardeni_134.jpgრექტო234.04 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Shevardeni_135.jpgვერსო130.75 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება