ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/80043
სათაური: გაიოზ ბერელაშვილი და ლევ გოლოვნია სპორტსმენებთან ერთად
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
გოლოვნია, ლევ ვასილის ძე (1889-1969)
ბერელაშვილი, გაიოზ (1893-1937)
ტანმოვარჯიშე
ტანვარჯიში
შევარდენი
სპორტი
სამხედრო ფორმა
რეზიუმე: ლევ გოლოვნია – ფარიკაობა, მწვრთნელი. საქართველოში ფარიკაობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. თავიდან მისდევდა ტანვარჯიშსა და მძლეოსნობას, ფარიკაობაში ვარჯიში დაიწყო 1914 წელს იტალიელი მწვრთნელების ხელმძღვანელობით კიევის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში. იყო ფარიკაობის იტალიური სკოლის მიმდევარი, აღზარდა არაერთი ცნობილი სპორტსმენი და ფარიკაობის სპეციალისტი. მუშაობდა ამიერკავკასიის ფიზკულტურის ინსტიტუტში (ბაქო). საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტის დაარსებისთანავე (1938) ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუდგა ფარიკობის კათედრას. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. გაიოზ ბერელაშვილი – ტანმოვარჯიშე, სპორტის მოღვაწე. გამოდიოდა თბილისის “სოკოლის” სახელით, 1912 წელს მონაწილეობდა პრაღის მეექვსე საერთაშორისო შეკრებაში. იყო მოსკოვის II “სოკოლის” ვარჯიშთავი, თბილისის ტანვარჯიშული საზოგადოება “შევარდენის” ერთ-ერთი დამაარსებელი (1918). ამ ორგანიზაციის დამფუძნებელ კრებაზე აირჩიეს “შევარდენის” ვარჯიშთავის გიორგი ეგნატაშვილის პირველ შემწედ. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შევარდნული მოძრაობის განვითარებაში.
აღწერილობა: ფოტოს გადაღეწბის თარიღი და ადგილი უცნობია. ცენტრში სამხედრო ფორმით: გაიოზ ბერელაშვილი, ლევ გოლოვნია
მფლობელი: ქართული სპორტის მუზეუმი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Shevardeni_180.jpgრექტო180.47 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Shevardeni_181.jpgვერსო110.44 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება