ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/80965
სათაური: ქართველი სპორტსმენები ყვავილებით
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
აღლუმი
გოკიელი, ელენე (1918-1992)
დუმბაძე, ნინო (1919-1983)
ჯორჯიკია, ნოდარ კონსტანტინეს ძე (1921-2008)
ჯორჯაძე, ალექსანდრე (1913-1989
ჯუღელი, მედეა (მზია) (1926)
ციმაკურიძე, დავით (1925)
ნიჩკინი
გამოცემის თარიღი: 25-Feb-1946
რეზიუმე: ნოდარ ჯორჯიკია –კალათბურთელი, თამაშობდა თბილისის "დინამოში", იყო სსრკ ნაკრების წევრი. ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი, სსრკ ხუთგზის ჩემპიონი, სსრკ თასის ორგზის მფლობელი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი. ელენე გოკიელი - მძლეოსანი, სიგრძეზე მხტომელი. ნინო დუმბაძე – მძლეოსნობა, ბადროს ტყორცნა. ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სტუდენტური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ალექსანდრე ჯორჯაძე – ქართველი ტანმოვარჯიშე, საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი ღერძზე ვარჯიშში , პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. მზია ჯუღელი – სპორტული ტანვარჯიში. XV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი. თბილისის საპატიო მოქალაქე. ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი. დავით ციმაკურიძე - მოჭიდავე თავისუფალი სტილით (79 კგ), პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, სსრკ შვიდგზის ჩემპიონი, სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ფილას ორდენის კავალერი.
აღწერილობა: მარცხნიდან: ელენე გოკიელი, დავით ციმაკურიძე, ალექსანდრე ჯორჯაძე, ნინო დუმბაძე, ნოდარ ჯორჯიკია, ნიჩკინი და მზია ჯუღელი
მფლობელი: ქართული სპორტის მუზეუმი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
aglumi32.jpg226.08 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება