ფიროსმანი: ხელოვნების ციფრული მუზეუმი : [10758] Community home page

Logo

საქართველოს ისტორიულ და კულტურულ ძეგლთა ციფრული დეპოზიტარიუმი

წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტს სახელწოდებით "ფიროსმანი“

პროექტის მიზანია, აღმოაჩინოს და შეაგროვოს სხვადასხვა ოჯახში ან დაწესებულებაში დაცული საქართველოს ხელოვნების ნიმუშების ციფრული ვერსიები. გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა "ფიროსმანის" შექმნაში. გადაუღეთ თქვენთვის ხელმისაწვდომ ხელოვნების ნიმუშს ფოტო და დაგვიკავშირდით. ჩვენ მათ ახალ სიცოცხლეს შევძენთ. თქვენივე სურვილით, ეს ციფრული ვერსიები თქვენივე არჩევანით განთავსდება ინტერნეტში ან ინტრანეტში. ინტრანეტი გულისხმობს ფოტოებზე შეზღუდულ წვდომას, ამ შემთხვევაში თქვენს ციფრულ ვერსიებს ნახავენ მხოლოდ ბიბლიოთეკის შენობიდან. პროექტში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 2971655, 2971602 ან დაუკავშირდით "ივერიელის" ადმინისტრატორს.

კოლექციაში დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული და ასევე სხვადასხვა პროექტების ფარგლებში შემოსული გრაფიკული მასალების ციფრული ვერსიები.

პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს უკვე განადგურებეულ ან დაკარგულ ხელოვნების ნიმუშთა ფოტოების მოძიებას.

„ივერიელში“ გამოქვეყნებული ყოველი ეგზემპლარი წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკუთრებას. მასალის გამოქვეყნების შემთხვევაში გთხოვთ დაასახელოთ წყარო - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“. იგივე პირობები ვრცელდება როგორც ციფრულ ბიბლიოთეკა „ივერიელზე“ ასევე მის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

Browse