Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/97685
Title: ოტია იოსელიანი
Authors: სულაკაური, ზაალ
Keywords: კარიკატურა
ქართველი კარიკატურისტები
სულაკაური, ზაალ (1970)
Description: ოტია იოსელიანი (1930-2011) - ქართველი მწერალი. 1961 წელს დაამთავრა სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტერატურის კურსები. თხზულებებს აქვეყნებდა 1954 წლიდან. მოთხრობების პირველი კრებული „კარის მეზობლები“ გამოსცა 1957 წელს. იოსელიანის რომანებში („ვარსკვლავთცვენა“, 1962; „ტყვეთა ტყვე“, „შავი და ცისფერი მდინარე“, 1975) ომის თემაა წამყვანი. იოსელიანი ინტენსიურად მუშაობდა საბავშვო მწერლობის დარგში (კრებულები „ცხრა მთას იქით“, 1969; „დაჩის ზღაპრები“, 1973; „ცაგამთენია“, 1973 და სხვა). ავტორია ათამდე პიესისა, რომელთაგან რამდენიმე („ადამიანი იბადება ერთხელ“, „როცა სიყვარული მოვა“, „სანამ ურემი გადაბრუნდება“, „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“) დაიდგა საქართველოს და საკავშირო თეატრების სცენაზე. იოსელიანის ცალკეული თხზულებანი თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე.
Appears in Collections:კარიკატურა, შარჟი

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Otia_Ioseliani.jpg97.76 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.