DSpace Collection:https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/39452024-03-29T01:35:23Z2024-03-29T01:35:23Zვალოდია გოგუაძის და ნამეტია ბერძენიშვილის საფლავი ლევილის ქართველთა სასაფლაოზეhttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/4909922024-03-28T20:38:06Z2024-01-01T00:00:00ZTitle: ვალოდია გოგუაძის და ნამეტია ბერძენიშვილის საფლავი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე
Abstract: ვლადიმერ (ვალოდია) გოგუაძე - ქართველი სამხედრო მოღვაწე, რევოლუციური მოძრაობის მონაწილე კავკასიაში. 1918-1921 წლებში საქართველოს სახალხო გვარდიის ჯავშნოსანი მატარებლების მეთაური. ჰქონდა „რესპუბლიკის გმირის“ წოდება (1918) და მისი მეუღლე - ნამეტია (ივლიტე) ბერძენიშვილი - სახალხო გვარდიელი, მეუღლესთან ერთად იბრძოდა სახალხო გვარდიის ჯავშნოსან მატარებელზე და მასთან ერთდ წავიდა ემიგრაციაში, საფრანგეთში. ნამეტია ბერძენიშვილის ინიციატივით შეგროვებული იქნა თანხა, რომლითაც შეძენილ იქნა მიწა ქართული სასაფლაოსთვის და მოეწყო ლევილის ქართული სასაფლაო. მანამდე პარიზში და მის ახლომახლო მცხოვრები ქართველებიც სულ სხვადასხვა ადგილას საფლავდებოდნენ. ადგილობრივმა კომუნამ ემიგგრანტ ქართველებს ლევილს გარეთ მცხოვრებ ქართველების დასაფლავების ნებაც დართო. ამის გამო ნამეტიას „ლევილის დედა“ შეარქვეს. 1970-იანი წლების დამდეგს საფრანგეთში ქართული სათვისტომოს გამგეობამ, პირველად სათვისტომოს ისტორიაში, ნამეტიას საპატიო წევრის წოდება მიანიჭა.
Description: გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი2024-01-01T00:00:00Zანატოლი გრასმანისა და ვერონიკა ჩხეიძის საფლავი ლევილის ქართველთა სასაფლაოზეhttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/4909522024-03-28T20:37:56Z2024-01-01T00:00:00ZTitle: ანატოლი გრასმანისა და ვერონიკა ჩხეიძის საფლავი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე
Abstract: ფოტოზე: საფლავი ვერონიკა ჩხეიძის - ქართველი პოლიტიკოსი, კარლო (ნიკოლოზ) ჩეიძის შვილი (მეორე ქორწინებიდან). მამასთან ერთად იმყოფებოდა ემიგრაციაში, საფრანგეთში, ლევილში; იყო ბუღალტერი, მუშაობდა სხვადასხვა სავაჭრო კომპანიაში და მისი მეუღლის - ანატოლ დე გრასსმანის (რუსეთის იმპერიის არმიის ყოფილი ოფიცერი), რომელიც თავდაპირველად ტაქსის მძღოლად მუშაობდა, ხოლო შემდეგ წლებში კი სიტროენის პირადი და სიტროენის კომპანიის მძღოლი იყო.
Description: გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი2024-01-01T00:00:00Zევგენი გეგეჭკორის საფლავიhttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/4909452024-03-28T20:37:53Z2024-01-01T00:00:00ZTitle: ევგენი გეგეჭკორის საფლავი
Abstract: ვგენი გეგეჭკორი - ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართვეკლოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ეკავა იუსიტციის მინისტრის პოსტიც; იყო შუამავალი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. 1919 წელს მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ზანგეზურში ცეცხლის შეწყვეტასა და სომხეთ-აზერბაიჯანის ხელშეკრულების დადებაში. 1920 წლის სექტემბერში მივლენილ იქნა ევროპაში საქართველოს დე იურედ აღიარებისთვის დიპლომატიური მოლაპარაკებების გასამართად.
Description: გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი2024-01-01T00:00:00Zექვთიმე ენდელაძეhttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/4909402024-03-28T20:37:49Z2024-01-01T00:00:00ZTitle: ექვთიმე ენდელაძე
Abstract: ექვთიმე ენდელაძე - გერმანიაში ქართული სათვისტომოს წევრი და 2007 წლლიდან, საპატიო წევრი.
Description: გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი2024-01-01T00:00:00Zევგენი გეგეჭკორიhttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/4909292024-03-28T20:37:16Z2024-01-01T00:00:00ZTitle: ევგენი გეგეჭკორი
Abstract: ევგენი გეგეჭკორი - ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართვეკლოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ეკავა იუსიტციის მინისტრის პოსტიც; იყო შუამავალი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. 1919 წელს მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ზანგეზურში ცეცხლის შეწყვეტასა და სომხეთ-აზერბაიჯანის ხელშეკრულების დადებაში. 1920 წლის სექტემბერში მივლენილ იქნა ევროპაში საქართველოს დე იურედ აღიარებისთვის დიპლომატიური მოლაპარაკებების გასამართად.
Description: გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი2024-01-01T00:00:00Zანდრია გუგუშვილიhttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/4909192024-03-28T20:36:32Z2024-01-01T00:00:00ZTitle: ანდრია გუგუშვილი
Abstract: ანდრია (ანდრო) იულონის ძე გუგუშვილი - ქართველი ისტორიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე; ძირითადად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ლონდონში. 1918-1921 წწ. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საელჩოს მდივანი ლონდონში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ იყო საქართველოს ემიგრანტული მთავრობის წარმომადგენელი ლონდონში; მონაწილეობდა „საქართველოს დამხმარე კომიტეტის“ მუშაობაში. დახმარებას უწევდა საქართველოთი დაინტერესბულ ბრიტანელ მეცნიერებს, განსაკუთრებით უილიამ ალენს, რომლის მიერ 30-იან წლებში დაარსებული „საქართველოს საისტორიო საზოგადოებისა“ და ჟურნალ „Georgica“-ს მდივანი იყო.
Description: გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი2024-01-01T00:00:00Zორესტ გორდელაძე და ნუცა თაყაიშვილიhttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/4909042024-03-28T20:34:42Z2024-01-01T00:00:00ZTitle: ორესტ გორდელაძე და ნუცა თაყაიშვილი
Abstract: ფოტოზე მარჯვნიდან: ორესტ გორდელაძე და მისი მეუღლე - ნუცა თაყაიშვილი-გორდელაძე - საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი, ნ. რამიშვილის შთამომავალი, „ქართული კერის თავმჯდომარე; იყო ლევილის ქართული ემიგრაციის მემატიანე და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ლევილის მამულის დაბრუნების საკითხში.
Description: გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი2024-01-01T00:00:00Zმიშელ დარიალიhttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/4908482024-03-28T20:34:56Z2024-01-01T00:00:00ZTitle: მიშელ დარიალი
Abstract: მიხეილ იროდიონის ძე ნანობაშვილი (მიშელ დარიალი) - საფრანგეთში (პარიზი) მოღვაწე ქართველი მომღერალი (ტენორი). დიდი წარმატებით მღეროდა მილანის კერძო თეატრში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დადიოდა გასტროლებზე და ყველგან უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა.
Description: გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი2024-01-01T00:00:00Zპრინცი ბაგრატ ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი და ბავარიელი და ბურბონი და გურამ შარაძეhttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/4908372024-03-28T20:34:42Z2024-01-01T00:00:00ZTitle: პრინცი ბაგრატ ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი და ბავარიელი და ბურბონი და გურამ შარაძე
Abstract: ფოტოზე მარცხნიდან პირველი დგას: პრინცი ბაგრატ ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი და ბავარიელი და ბურბონი - საქართველოს სამეფო ოჯახის წევრი, მესამე: გურამ შარაძე - ქართველი ფილოლოგი, ისტორიკოსი, პოლიტიკოსი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი
Description: გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი2024-01-01T00:00:00Zპრინცი ბაგრატ ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი და ბავარიელი და ბურბონი და გურამ შარაძეhttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/4908352024-03-28T20:34:20Z2024-01-01T00:00:00ZTitle: პრინცი ბაგრატ ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი და ბავარიელი და ბურბონი და გურამ შარაძე
Abstract: ფოტოზე მარცხნიდან პირველი: გურამ შარაძე - ქართველი ფილოლოგი, ისტორიკოსი, პოლიტიკოსი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და მეორე: პრინცი ბაგრატ ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი და ბავარიელი და ბურბონი - საქართველოს სამეფო ოჯახის წევრი, ესპანეთში, ეკლესიაში.
Description: გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი2024-01-01T00:00:00Z