Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/104799
Full metadata record
DC Field | Value | Language |
---|---|---|
dc.date.accessioned | 2015-08-05T08:07:24Z | - |
dc.date.available | 2015-08-05T08:07:24Z | - |
dc.date.issued | 1968 | - |
dc.identifier.uri | http://www.nplg.gov.ge/dspace/handle/1234/104799 | - |
dc.description | პირველ რიგში მარჯვნიდან მეორე ზის აჰმედ ოზქანი. ფოტო გადაღებულია ქალაქ ბურსაში, აჰმედ ოზქანის სახლში | en_US |
dc.description.abstract | აჰმედ ოზქან-მელაშვილი - კულტურული მოღვაწე თურქეთში, რომლის მოღვაწეობა მიმართული იყო თურქეთის ქართველობაში ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებისაკენ. ქალაქ ბალიქესირთან სოფელ კოჩბაირში დაიბადა. მისი წინაპრები ართვინის მხრიდან წამოსული ქართველი მუჰაჯირები იყვნენ. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, სწავლობდა იზმირში, 1955 წელს დაქორწინდა ართვინის ვილაიეთის სოფელ ჰაირიეში მცხოვრებ იუქსელ ერგუნზე. 1962 წელს დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის არქიტექტურული ფაკულტეტი და დასახლდა ქართულ სოფელ ჰაირიეში, სადაც ტურისტული საზოგადოება დააარსა. შემდეგ არქიტექტორადაც მუშაობდა. თუმცა მისი მთავარი გატაცება ისტორიული სამშობლოს, ქართული ენის შესახებ ცნობების შეგროვება გახდა. გერმანიაში მყოფი შემთხვევით შეხვდა ქართველებს და მათგან გაიგო, რომ არსებობდა ქართული ანბანი და ამ ენაზე შექმნილი დიდი ლიტერატურა. ყოველი ასეთი შეხვედრა თუ ინფორმაცია აჰმედს უფრო აღაგზნებდა და ინტერესს უღვივებდა. კულტურული კავშირის გაბმა ისტორიულ სამშობლოსთან - ეს იყო მისი მოღვაწეობის მთავარი მიზანი. გურჯების თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ამაღლებისათვის დიდი შრომა გასწია. 1968 წელს მან თურქულ ენაზე დაბეჭდა წიგნი ”გურჯისტანი - კულტურა, ხელოვნება, ლიტერატურა, ისტორია, ფოლკლორი.” სწორედ ამ გამოცემით შეიტყო უამრავმა გურჯმა თავისი წარმომავლობა და ისტორიული სამშობლოს არსებობა. 980 წელს 5 ივლისს ქალაქ ბურსაში, აჰმედ მელაშვილი თურქული ულტრა-ნაციონალისტური დაჯგუფების „რუხი მგლების“ აქტივისტებმა მოკლეს. ვაჟიშვილი იბერია მძიმედ დაიჭრა. შემდეგ მამის საქმიანობას მისი შვილი - იბერია მელაშვილი ჩაუდგა სათავეში. აჰმედ ოზქან-მელაშვილი სოფელ ჰაირიეში განისვენებს. მის საფლავს თურქულ და ქართულ ენაზე აწერია: „მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისათვის და არა უკვდავებისათვის“ | en_US |
dc.language.iso | ka | en_US |
dc.subject | ჯგუფური ფოტო | en_US |
dc.subject | ოზქანი (მელაშვილი), აჰმედ (1922-1980) | en_US |
dc.subject | ემიგრანტები | en_US |
dc.subject | თურქეთი | en_US |
dc.subject | ბურსა | en_US |
dc.title | აჰმედ ოზქანი (მელაშვილი) თურქეთის მწერალთა კავშირის დელეგაციასთან | en_US |
dc.type | Image | en_US |
dc.rights.holder | იბერია მელაშვილი | en_US |
Appears in Collections: | ქართველები საზღვარგარეთ |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
ahmet_ozkan_00024.jpg | 165.09 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.