ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/104879
მეტამონაცემთა სრული ჩანაწერი
DC ველიმნიშვნელობაენა
dc.date.accessioned2015-08-05T11:39:32Z-
dc.date.available2015-08-05T11:39:32Z-
dc.identifier.urihttp://www.nplg.gov.ge/dspace/handle/1234/104879-
dc.descriptionფოტოს გადაღების თარიღი უცნობიაen_US
dc.description.abstractაჰმედ ოზქან-მელაშვილი - კულტურული მოღვაწე თურქეთში, რომლის მოღვაწეობა მიმართული იყო თურქეთის ქართველობაში ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებისაკენ. ქალაქ ბალიქესირთან სოფელ კოჩბაირში დაიბადა. მისი წინაპრები ართვინის მხრიდან წამოსული ქართველი მუჰაჯირები იყვნენ. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, სწავლობდა იზმირში, 1955 წელს დაქორწინდა ართვინის ვილაიეთის სოფელ ჰაირიეში მცხოვრებ იუქსელ ერგუნზე. 1962 წელს დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის არქიტექტურული ფაკულტეტი და დასახლდა ქართულ სოფელ ჰაირიეში, სადაც ტურისტული საზოგადოება დააარსა. შემდეგ არქიტექტორადაც მუშაობდა. თუმცა მისი მთავარი გატაცება ისტორიული სამშობლოს, ქართული ენის შესახებ ცნობების შეგროვება გახდა. გერმანიაში მყოფი შემთხვევით შეხვდა ქართველებს და მათგან გაიგო, რომ არსებობდა ქართული ანბანი და ამ ენაზე შექმნილი დიდი ლიტერატურა. ყოველი ასეთი შეხვედრა თუ ინფორმაცია აჰმედს უფრო აღაგზნებდა და ინტერესს უღვივებდა. კულტურული კავშირის გაბმა ისტორიულ სამშობლოსთან - ეს იყო მისი მოღვაწეობის მთავარი მიზანი. გურჯების თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ამაღლებისათვის დიდი შრომა გასწია. 1968 წელს მან თურქულ ენაზე დაბეჭდა წიგნი ”გურჯისტანი - კულტურა, ხელოვნება, ლიტერატურა, ისტორია, ფოლკლორი.” სწორედ ამ გამოცემით შეიტყო უამრავმა გურჯმა თავისი წარმომავლობა და ისტორიული სამშობლოს არსებობა. 980 წელს 5 ივლისს ქალაქ ბურსაში, აჰმედ მელაშვილი თურქული ულტრა-ნაციონალისტური დაჯგუფების „რუხი მგლების“ აქტივისტებმა მოკლეს. ვაჟიშვილი იბერია მძიმედ დაიჭრა. შემდეგ მამის საქმიანობას მისი შვილი - იბერია მელაშვილი ჩაუდგა სათავეში. აჰმედ ოზქან-მელაშვილი სოფელ ჰაირიეში განისვენებს. მის საფლავს თურქულ და ქართულ ენაზე აწერია: „მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისათვის და არა უკვდავებისათვის“en_US
dc.language.isokaen_US
dc.subjectჯგუფური ფოტოen_US
dc.subjectოზქანი (მელაშვილი), აჰმედ (1922-1980)en_US
dc.subjectერგუნ-მელაშვილი, იუქსელen_US
dc.subjectმელაშვილი, თამარი აჰმედის ასულიen_US
dc.subjectმელაშვილი, იბერია აჰმედის ძეen_US
dc.subjectერგუნი, ესმერen_US
dc.subjectჯეილან, მელექen_US
dc.subjectემიგრანტებიen_US
dc.subjectთურქეთიen_US
dc.titleაჰმედ ოზქან მელაშვილი ოჯახთან და ნათესავებთან ერთადen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderიბერია მელაშვილიen_US
შესულია კოლექციებში:ქართველები საზღვარგარეთ

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
ahmet_ozkan_00092.jpg198.53 kBJPEGნახვა / გახსნა


საავტორო უფლება