Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/105157
Title: პავლე გილაშვილი, ვლადიმერ შერბიცკი, ვიქტორ გრიშინი, ჰეიდარ ალიაევი
Keywords: ჯგუფური ფოტო
პატიაშვილი, ჯუმბერ ილიას ძე (1940)
გილაშვილი, პავლე გიორგის ძე (1918-1994)
შერბიცკი, ვლადიმერ ვასილის ძე (1918-1990)
გრიშინი, ვიქტორ (1914-1992)
ალიევი, ჰეიდარ (1923-2003)
Abstract: პავლე გიორგის ძე გილაშვილი — კომუნისტური პარტიის აქტიური წევრი და სახელმწიფო მოღვაწე. საქართველოს კომუნისტური პარტიის თბილისის ლენინის სახელობის რაიკომის მეორე, შემდეგ პირველი მდივანი, ცხინვალის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების გამგე, რუსთავის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, სკკპ ცკ-ის ინსტრუქტორი. 1967-იდან აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, 1972-იდან საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი. 1976-1989 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე. იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე, სკკპ ცენტრალური სარევიზიო კომისიის წევრი, სსრკ VIII-XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ოქტომბრის რევოლუციის, წითელი ვარსკვლავის, "საპატიო ნიშნის" ორდენებით და მედლებით. ვლადიმერ შერბიცკი - საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, უკრაინის კომუნისტური პარტიის ცკს პირველი მდივანი. ვიქტორ გრიშინი – კომუნისტური ეპოქის მაღალჩინოსანი მოღვაწე, სკკპ მოსკოვის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი XX საუკუნის 60-80-იან წლებში. ჰეიდარ ალიევი – ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს, იყო აზერბაიჯანის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, სკკპ ცკ პოლიტბიუროს წევრი (ნოემბერი 1982), სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მდივანი. 1987 გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. 1990 წლის ივლისში აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ, ჯერ არჩეულ იქნა აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად .1991-1993 წლებში ნახჭევანის არ. უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარედ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, (1993, 1998) ორჯერ არჩეულ იქნა აზერბაიჯანის პრეზიდენტად
Description: მარცხნიდან დგანან: პავლე გილაშვილი, ვლადიმერ შერბიცკი, ვიქტორ გრიშინი. მარჯვნიდან დგანან: ჯუმბერ პატიაშვილი, ჰედარ ალიევი. ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია
Owner: ჯუმბერ პატიაშვილი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Jumber_Patiasvili-(17).jpg169.63 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.