Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/107663
Title: ლილი გოგოტიშვილი მეგობრებთან
Keywords: გოგოტიშვილი, ლილი გიორგის ასული (1910-1997)
ჯგუფური ფოტო
Abstract: ლილი გოგოტიშვილი - დაიბადა თბილისში გიორგი გოგოტიშვილისა და ნინო ბასილიას ოჯახში. ლილის დედა - ნინო ბასილია მალე ტიფით გარდაიცვალა. ლილი 6 წლისა იყო, როდესაც გიორგი მეორედ დაქორწინდა ნინო ბახტაძეზე, რომელმაც ღირსეული დედობა გაუწია ლილის. ლილის უმცროსი ძმები თენგიზი და ვლადიმერი დაიბადნენ შესაბამისად 1924 და 1929 წლებში. 1937 წელს ბოლშევიკების მიერ გაჩაღებული სასტიკი რეპრესიების ხანაში „ხალხის მტრის“ ცრუ ბრალდებით დაპატიმრებულ და მალევე დახვრეტილ იქნა ლილის მამა გიორგი გოგოტიშვილი. იმავე 1937 წელს,როგორც „ხალხის მტრის ცოლი“, დაპატიმრებულ და 8 წლით გადასახლებულ იქნა შორეულ კამჩატკაზე ლილის დედინაცვალი ნინო ბახტაძე. ამ დროისათვის ლილი უკვე დიპლომირებული ექიმი იყო და მუშაობდა ქ. თბილისის№1 საავადმყოფოში ექიმ-გასტროენტეროლოგად. მშობლების რეპრესიებს მოჰყვა კომუნისტთა კიდევ ერთი არაადამიანური ქმედება: ლილის და მისი არასრულწლოვანი ძმების, 13 წლის თენგიზისა და 8 წლის ვლადიმერის მათი კუთვნილი ბინიდან გასახლების ბრძანება. ამ კრიტიკულ სიტუაციაში ლილიმ საოცარი გამბედაობა და საზრიანობა გამოიჩინა. მან დაწერა განცხადება ლავრენტი ბერიას სახელზე, რომელიც იმხანად საქართველოში ცკ-ს პირველი მდივანი იყო და შესაბამისად კარგად იცნობდა ცკ-ს აპარატის წამყვან თანამშრომელს - გიორგი გოგოტიშვილს. იმისათვის, რომ მოესწრო განცხადების ვიზირება სანამმცირეწლოვან ძმებთან ერთად ბინიდან გამოასახლებდნენ, ლილიმ მთელი ღამე გაათენა ლ. ბერიას იმდროინდელი რეზიდენციის მოპირდაპირე სადარბაზოშიმაჩაბლის ქუჩაზე და გამთენიისას, როცა ბერია აპირებდა მანქანაში ჩაჯდომას, ლილიმუშიშრადგაარღვია ბერიას დაცვა და მოახერხა პირადად ბერიასთვის განცხადების გადაცემა. მან სიტყვიერადაც შესჩივლა ბერიას, რომ გიორგი გოგოტიშვილის ქალიშვილი იყო დარომ მას მცირეწლოვან ძმებთან ერთად ქუჩაში გაყრას უპირებდნენ. ბერიამ იცნო ლილი, რომელიც გიორგის ოჯახში სტუმრობისას არაერთხელ ჰყავდა ნანახი და იქვე მოუწერა ხელი ლილის განცხადებაზე. ხელმოწერას მან რეზოლუციის სახით დაურთო განკარგულება: «Не трогать»ანუ „არ შეეხოთ“! ასე გადარჩნენ ობოლი დედმამიშვილები უსახლკაროდ დარჩენას, თუმცა კომუნისტებმა კუთვნილი 5 ოთახიდან მხოლოდ 2 ოთახი დაუტოვეს, ხოლო დანარჩენებში უცხო ოჯახები შეუსახლეს და ენგელსის ქ. №46-ში გიორგის კუთვნილი ბინა კომუნალურ საცხოვრებლად აქციეს. მომხიბლავი გარეგნობის ახალგაზრდა ექიმმა-გასტროენტეროლოგმა, ბრწყინვალე კულინარმა და სხვა მრავალი ღირსების მქონე მანდილოსანმა, ლილიმ თავისი პირადი ბედნიერება და დაოჯახება შესწირა ორი უმცროსი ძმის ფეხზე დაყენებას და მიუხედავად მრავალი ღირსეული მთხოვნელისა აღარ გათხოვდა. მან შესანიშნავი აღზრდა-განათლება მისცა თავის უმცროს ძმებს: თენგიზმა დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი და შემდგომში ქ. თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს მთავარი ექიმის რანგში ავტორიტეტულქირურგად და ექიმად ჩამოყალიბდა. ვლადიმერმა თავდაპირველად დაამთავრა თბილისის ნიჭიერთა მუსიკალური ათწლედი, ხოლო შემდეგ ჩააბარა თბილისის სახ. კონსერვატორიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ქ. მოსკოვის „გნესინების მუსიკალურ სასწავლებელში“ და ჩამოყალიბდა ხალხური ფოლკლორისა და ეთნომუსიკის მსოფლიო მასშტაბის მეცნიერ-მკვლევარად. ლილიმ ძალიან დიდი სიყვარული მოიპოვა თავის კოლეგებში და პაციენტებში უანგარო და მზრუნველი მოღვაწეობის შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ 1961-1981 წლებშიიგი ერთგულად უვლიდასახლში პარალიზებულ დედინაცვალს, ლილი სიცოცხლის ბოლო დღეებამდე არ გასულა პენსიაზე დათავდაუზოგავად ემსახურებოდა თავის პაციენტებს მის მშობლიურ ინფექციურ საავადმყოფოში. ლილი გოგოტიშვილიგარდაიცვალა 1997 წლის 27 თებერვალს და დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე
Description: მარცხნიდან მეორე დგას - ლილი გოგოტიშვილი. გადაღების თარიღი უცნობია
Owner: ზაზა გოგოტიშვილი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Gogitishvili_08.jpg362.7 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.