Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/110554
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.contributor.authorგიორგაძე, ვახტანგ – ექიმი-
dc.date.accessioned2015-09-14T11:44:26Z-
dc.date.available2015-09-14T11:44:26Z-
dc.date.issued1965-
dc.identifier.urihttp://www.nplg.gov.ge/dspace/handle/1234/110554-
dc.descriptionმარცხნიდან: ანდრია სინაური, ნადია აბდუშელიშვილი, მიხეილ ჭიჭინაძე, კუკური ჭეიშვილი, ნიკოლოზ გიორგაძეen_US
dc.description.abstractანდრია სინაური (ნამდვილი სახელი და გვარი ანდრო სინაურიძე) (17.11.1896-8.12.1976) - პოეტი, საზოგადო მოღვაწე. დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ ინაშაურში (ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტი). 1905 წლიდან სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, შემდეგ კერძო გიმნაზიაში, 1912 წლიდან ხელმოკლეობის გამო მოუხდა საწავლებლის დატოვება. 1913 წლიდან სწავლობდა კრონშტადტის სამხედრო-საზღვაოსნო იუნგთა სკოლაში, სადაც როგორც სამხედრო სკოლა, მოსწავლეები თავისუფალი იყვნენ გადასახადებისგან. 1915 წელს იმპერიალისტური ომის დაწყებისთანავე სკოლა დაიხურა, ანდრია გადაიყვანეს მოქმედ არმიაში... 1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლე-ბის დამყარებისას წითელი არმიის ოფიცერი გახდა. ხელმძღვანელობდა ჯარის კულტურულ-საგანმანათლებლო სამსახურს. მაგრამ თავი იჩინა სამოქალაქო ომში მიღებულმა ტრამვებმა, ჩაეკირა სახსრები, მკურნელობა ამაო აღმოჩნდა, 1925 წლის მაისიდან ანდრია სინაური ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა. ავადმყოფობის პერიოდში სინაური აქტიუარად ჩაება ლიტერატურაში, იგი ავტორია მრავალი პოეტური კრებულისა, სისტემატიურად ქვეყნდებოდა მისი პოემები, ლექსები და სტატიები ჟურნალ-გაზეთებში. მისი შემოქმედების უმთავრესი თემებია: სამშობლო, ჩვენი ქვეყნის გმირული წარსული და თანამედროვეობა. განსაკუთრე-ბულ ყურადღებას იპყრობს სამამულო ომის ფრონტზე გმირულად დაღუპული ერთადერთი შვილისადმი მიძღვნილი ლექსები. მისი პოეზია გამოირჩევა შინაგანი სიმტკიცით და მებრძოლი პათოსით. ჯერ ინვალიდის ეტლში, სიცოცხლის ბოლო წლებში, კი სარეცელს მიჯაჭვულმა 55 წელი გაატარა. გარდაიცვალა 1976 წელს 80 წლის ასაკში, დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავი-ლას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მთელი საკუთარი ქონება გადასცა სახელმწიფოს მომავალი თაობების განვითარებისთვის. მის სახლში მოქმედებს მისივე სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ლიტერატურული სახლი. დაჯილდოებულია 2 მედლით მამაცური შრომისთვის და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისგან საპატიო სიგელით. იყო რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პერსიონერი. ნადია აბდუშელიშვილი – ბიოლოგი. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ლექტორი და აქტიური საზოგადო მოღვაწე. პოეტ ანდრია სინაურის მეუღლე, რომელიც დიდ თანადგომას უწევდა მეუღლეს.en_US
dc.language.isokaen_US
dc.subjectჯგუფური ფოტოen_US
dc.subjectსინაური, ანდრია ივანეს ძე (1896-1976)en_US
dc.subjectაბდუშელიშვილი, ნადია-
dc.subjectჭიჭინაძე, მიხეილ-
dc.subjectჭეიშვილი, კუკური-
dc.subjectგიორგაძე, ნიკოლოზ-
dc.subjectქუთაისი-
dc.titleსტუმრად პოეტ ანდრია სინაურთანen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderქუთაისის ანდრია სინაურის სახელობის ლიტერატურული სახლიen_US
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
sajaro biblioTeka039.jpg142.97 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.