Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/117487
Title: პოლიო ირეთელი შვილებთან, ვლადიმერთან, ქეთევანთან და ვალიკო კალანდაძეებთან ერთად
Keywords: კალანდაძე, პოლიექტოს ანტონის ძე (1876-1931)
კალანდაძე, ვლადიმერ პოლიექტოს ძე
კალანდაძე, ქეთევან პოლიექტოს ასული
კალანდაძე, ვალიკო პოლიექტოს ძე
Abstract: პოლიო ირეთელი - 19-20 ს. მწერალი დრამატურგი პუბლიცისტი 1876-1908 წ. პ. ირეთელი მრავალი პიესის და მოთხრობის ავტორია. დაიდგა და თეატრების რეპერტუარში შევიდა მისი პიესა "დამარცხებულნი" და მის მიერ ე. ნინოშვილის მოთხობებიდან გადმოკეთ ებული "ქრისტინე" და მრავალი სხვა. პ.ირეთელი მუშაობდა თარგმანზე. მას ეკუთვნის ლევ ტოლსტოის რომანის "აღდგომა" ის პირველი თარგმანი. 1908 წ. სხვებთან ერთად გამოსცა იუმორისტული ჟურნალი "შუამავალი". 1911 წ. მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი "სალამურა", იგი მონაწილეობდა მესამე დასელთა ყველა ჟურნალ გაზეთში, აკაკის "ხუმარაში", იყო რედაქტორი ჟურნალისა "სხივი" და მრავალი ჟურნალის აქტიური თანამშრომელი. შიო მღვიმელი, ნოე ჩხიკვაძე, პოლიო ირეთელი, გიორგი ქუჩიშვილი და გალაქტიონ ტაბიძე განუყრელი მეგობრები იყვნენ. მათ პოლიო ირეთელის ქალიშვილს პატარა ცეცილია კალანდაძეს მიუძღვნეს ალბომი სადაც მათი ხელითაა ჩაწერილი ცეცილიასადმი მიძღვნილი მრავალი ლექსი. 1925 წ. თბილისში რუსთაველის თეატრში გაიმართა პოლიო ირეთელის სამწერლო მოღვაწეობის 25 წლის იუბილე. მისი ნაწარმოები თარგმნილი და გამოცემულია რუსულ და სომხურ ენებზე. 1946 წ. გამოიცა მისი მოთხრობების კრებული და 1964 წ. კი კრებული "კედელი". პოლიო ირეთელი მეუღლესთან ნადეჟდა რევაზის ასულ ამირეჯიბთან ერთად დაკრძალულია თბილისში ვერის სასაფლაოზე
Description: გადაღების თარიღი უცნობია
Owner: მარინა ელიოზიშვილი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
polio ireteli shvilebtan-vladimeri-qetevani-valiko-kalandazeebi.jpg383.08 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.