Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/124592
Title: გიორგი ბაქრაძის ხელნაწერი ღია ბარათი ფოტოპორტრეტით
Keywords: ბაქრაძე, გიორგი (1887-1960 )
ბიბლიოგრაფი
მრევლიშვილი, დარია ილარიონის ასული
ღია ბარათი
Issue Date: 29-Nov-1909
Abstract: გიორგი ბაქრაძე - ბიბლიოგრაფი, ბიბლიოთეკარი. დაამთავრა ვარშავის საბეითლო ინსტიტუტი 1914 წელს. მუშაობდა ბეითლად თბილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრის დაბა ჯალალოღლიში(ახლანდელი სტეფანავანი, სომხეთის რესპუბლიკა); 1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ფუნდამენტური ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილედ; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობის პერიოდში დაამთავრა ფილოლოგიის ფაკულტეტი გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით; 1935–1937წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის(ახლანდელი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა) ბიბლიოთეკათმცოდნეობის კაბინეტის გამგე, 1937–1939წწ. საქართველოს წიგნის პალატის სწავლული მდივანი, 1938 წლიდან თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ბიბლიოთეკათმცოდნეობის კათედრის გამგე. მან დიდი ღვაწლი დასდო საქართველოში ბიბლიოგრაფიისა და ბიბლიოთეკათმცოდნეობის განვითარებას, უმაღლეს საბიბლიოთეკო განათლებას. აღსანიშნავია გ. ბაქრაძის შედგენილი "ქართული პერიოდიკა. ბიბლოოგრაფია. 1819–1945"(თბილისი, 1947). ვლადიკავკაზის გიმნაზიაში სწავლის დროს შეისწავლა ესპერანტო. სპეციალური გამოცდის ჩაბარების შემდეგ აირჩიეს საერთაშორისო ინსტიტუტის პროფესორად. ბიბლიოგრაფი, ესპერანტისტი
Owner: გიორგი ბაქრაძე
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Giorgi_Bakradze (1).jpgრექტო946.46 kBJPEGThumbnail
View/Open
Giorgi_Bakradze (2).jpgვერსო874.71 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.