Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/12574
Title: | შაქრო (ზაქარია) იასონის ძე ელიზბარაშვილი ოჯახთან ერთად |
Keywords: | ჯგუფური ფოტო ელიზბარაშვილი, შაქრო (ზაქარია) იასონის ძე (1882-?) პაპოშვილი, ანა (1895-1979) ელიზბარაშვილი, ნინა |
Abstract: | შაქრო (ზაქარია) ელიზბარაშვილი - რეპრესირებული 1937 წელს. დაიბადა სოფელ გურჯაანში (სიღნაღის მაზრა). შაქროს (ზაქარია) ელიზბარაშვილს და მის ძმას ვანოს საქართველოს სსრ-ს НКВД-ს "ტროიკამ" სხვადასხვა განაჩენი გამოუტანა. ვანო დახვრიტეს 1937 წლის 15 აგვისტოს (საფლავი უცნობია), როგორც "კულაკი", საბჭოთა ხელისუფლებისადმი და კომპარტიისადმი მტრულად განწყობილი პირი, ხოლო შაქროს განაჩენი გამოუტანეს 1937 წლის 21 დეკემბერს - უზბეკეთში გადასახლება, სადაც გარდაიცვალა (სავარაუდოდ, ტაშკენტში) და საფლავის ადგილი უცნობია. მისი ბრალდების ნაწილში წერია, რომ 1921 წელს აქტიურად გამოდიოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ იარაღით ხელში, თავის ძმასთან ერთად და "ბანდიტების თანამზრახველი" გახლდათ. სინამდვილეში კი, ორივე ძმა იყო სირაჯი და ღვინით ვაჭრობდნენ კახეთსა და თბილისში. 1921 წელს ქაქუცას კახეთის შეფიცულთა რაზმი სიღნაღიდან კახეთის სიღრმეში, ტყეებს შეეფარა. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს, ეხმარებოდნენ ძმები (სურსათ-სანოვაგით) მათ. |
Description: | მარცხნიდან: შაქრო (ზაქარია) ელიზბარაშვილი, ფეხზე დგას მეუღლე -ანა პაპოშვილი, იატაკზე ზის შაქროს (ზაქარია) და, ნინა ელიზბარაშვილი |
Owner: | კონსტანტინე ელიზბარაშვილი |
Appears in Collections: | ეროვნული ფოტომატიანე |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Zaxar Iasonis Dze_Ojaxtan.jpg | 1.07 MB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.