ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/126322
მეტამონაცემთა სრული ჩანაწერი
DC ველიმნიშვნელობაენა
dc.date.accessioned2015-11-12T07:36:07Z-
dc.date.available2015-11-12T07:36:07Z-
dc.date.issued1915-
dc.identifier.urihttp://www.nplg.gov.ge/dspace/handle/1234/126322-
dc.description.abstractსოლომონ (სოლიკო) ზალდასტანიშვილი - სამხედრო და საზოგადო მოღვაწე. 1913 წელს დაამთავრა წმინდა ვლადიმირის სამხედრო სასწავლებელი და იმავე წელს ოფიცრის ხარისხით დაინიშნა თურქისტანის მერვე პოლკში. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში და ორჯერ მძიმედ დაიჭრა. 1917 წელს, რუსეთის რევოლუციის შემდეგ, სოლომონ ზალდასტანიშვილი პოდპოლკოვნიკის ჩინით სამშობლოში დაბრუნდა. 1918-21 წლებში საქართველოს ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკია და იბრძვის სხვადასხვა ფრონტზე. 1923 წელს სოლომონ ზალდასტანიშვილი შევიდა ეროვნულ–დემოკრატიულ პარტიაში, რომელსაც გენერალი კოტე აფხაზი თავჯდომარეობდა. გახდა "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის" (დამკომი) და მასთან შექმნილი "სამხედრო ცენტრის" წევრი, რომელსაც უშუალო ხელმძღვანელობა უნდა გაეწია შეიარაღებული გამოსვლისათვის. 1924 წლის ნოემბერში სოლომონ ზალდასტანიშვილმა შალვა ამირეჯიბთან ერთად დატოვა საქართველო და საფრანგეთში ჩავიდა. იყო ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს "ყოფილ ქართველ მეომართა საზოგადოების" გამგეობის წევრი, პარტიის გამომცემლობა "საქართველოს" რწმუნებული პარიზში. თანამშრომლობდა ეროვნული მიმართულების ქართულ ემიგრანტულ პრესასთან. 1941 წლის ივლისში სოლომონ ზალდასტანიშვილი ჩაეწერა მოხალისეთა რაზმში "თამარ მეორე" და მისი მეთაური გახდა. გარდაიცვალა 1941 წლის 5 დეკემბერს ბუქარესტის საავადმყოფოში ტვინის ანთებით. გერმანელებმა სოლომონი პოლკოვნიკის პატივით დაკრძალეს, იქ სადაც მისმა თანმხლებლმა ქართველებმა ითხოვეს – ქალაქ კრონშტანდში, ბრასოფის სასაფლაოზე.en_US
dc.language.isokaen_US
dc.sourceსახალხო ფურცელი. სურათებიანი დამატება, 1915 N32en_US
dc.subjectპორტრეტიen_US
dc.subjectზალდასტანიშვილი, სოლომონ (1891-1941)en_US
dc.subjectსამხედრო პირიen_US
dc.subjectპოდპოლკოვნიკიen_US
dc.titleსოლომონ (სოლიკო) ზალდასტანიშვილიen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderსაქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაen_US
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Saxalxo_Furceli_Suratebiani_Damateba_1915_N32-3.jpg241.36 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება