Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1266
Title: ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე
Keywords: პორტრეტი
ჩხეიძე, ნიკოლოზ (კარლო) (1864–1926)
Abstract: ნიკოლოზ (კარლო) სიმონის ძე ჩხეიძე - საქართველოსა და რუსეთის პოლიტიკური მოღვაწე. პუბლიცისტი, სოციალ-დემოკრატი. ქართული და რუსული მენშევიზმის ერთ-ერთი ლიდერი. დაიბადა 1864 წელს, სოფელ ფუთში (შორაპნის მაზრა) - გარდაიცვალა 1926 წლის 7 ივლისს, ლევილში. 1887 წელს გარიცხეს ნოვოროსიისკის უნივერსიტეტიდან, ხოლო 1888 წელს-ხარკოვის ვეტ-ინსტიტუტიდან. 1892 წლის დეკემბერში მონაწილეობდა მესამე დასის დამფუძნებელთა კრებაში. 1898 წლიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია, 1903 წლიდან - მენშევიკი. 1899-1900 ბათუმში ხელმძღვანელობდა მუშათა წრეებს. იყო მესამე და მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი თბილისიდან, 1912 წლიდან, რუსეთის მეოთხე სათათბიროში მენშევიკური ფრაქციის ლიდერი. იყო „რუსეთის ხალხთა დიადი აღმოსავლეთის" ლოჟის წევრი. თებერვლის რევოლუციისას იყო სახელმწიფო სათათბიროს დროებითი კომიტეტის წევრი. 1917 წელს თებერვალ-აგვისტოში მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების პეტროგრადის საბჭოს თავმჯდომარე. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის წინ საქართველოში დაბრუნდა. 1918 წლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე, საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე. 1919 წელს ირაკლი წერეთელთან ერთად მონაწილეობდა პარიზის (ვერსალის) მოლაპარაკებაში ანტანტის საბჭოსთან. იყო ერთ-ერთი ავტორი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციისა. 1921 წლიდან იმყოფებოდა ემიგრაციაში. 1926 წელს სიცოცხლე დაასრულა თვითმკვლელობით. დაკრძალულია პარიზში, პერ-ლა-შეზის სასაფლაოზე.
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
chkheidze karlo..jpg251.37 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.