Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/128396
Title: | ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია |
Authors: | ჯავახაძე, რეზო |
Keywords: | ქუთაისი ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია |
Abstract: | ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია – გუმბათოვანი ტაძარი ქუთაისში. მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე. ქუთაისის ღვთისმშობლის ეკლესია ამჟამად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაშია, თუმცა მას ქართველი კათოლიკეები მათ საკუთრებად თვლიან და დაბრუნებას ითხოვენ. ორივე მხარეს აქვს თავისი პოზიცია. ქუთაის-გაენათის ეპარქიის ცნობით ეკლესიის ტერიტორიაზე XV-XVI საუკუნეებში იდგა წმინდა სოფიოს სახელობის ეკლესია, რომელიც წარმოადგენდა სამეფო ოჯახის კარის ეკლესიას და მდებარეობდა ქალაქის ქვედა ციხის გალავანში. XIX საუკუნეში აღნიშნული ტაძარი დაინგრა და დაიწყო ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მშენებლობა. ტაძარი რუსეთის იმპერატორის ბრძანებით გამოცემული პროექტით არის აგებული 1823 წელს და ის პეტერბურგში მდებარე ბაროკოს, გოთური სტილის მართლმადიდებლური ტაძრის ანალოგია მხოლოდ შემცირებული მასშტაბით. 1856 წელს გადააკეთეს კათოლიკურ ტაძრად, რომელიც მოქმედებდა XX საუკუნის 20-იან წლებამდე. 1989 წელს ტაძარი კვლავ მართლმადიდებლური წესით აკურთხეს. კათოლიკური ეკლესიის ინფორმაცია შემდეგი სახისაა: ქუთაისში დასავლეთ ევროპელი კათოლიკები მე-17 საუკუნიდან დამკვიდრდნენ. მეფე სოლომონ II-მ ახალციხიდან ქართველი კათოლიკე ვაჭრები გადმოასახლა. 1640-იან წლებში იმერეთის მეფე ალექსანდრე III-მ თეატინელ მისიონერებს წმ.სოფიოს ეკლესია გადასცა, რომელიც სავარაუდოდ 1692 წელს თურქების მიერ ქალაქის გადაწვისას განადგურდა. 1770 წლამდე კათოლიკეებს ეკლესია მწვანე ყვავილაზე ქონდათ, შემდეგ შუა ქალაქში, მდინარე რიონის პირას შეიძინეს მიწა, სადაც რამდენიმე კათოლიკე ოჯახი სახლობდა და იქ ხის ახალი ეკლესია ააშენეს. 1819 წელს, ამ ადგილას ქვის ეკლესიის შენება დაიწყეს. ერთ ხანს შეწყვეტილი მშენებლობა 1846 წელს წინამძღვრის დონ ანტონ გლახაშვილის ინიციატივით განახლდა. 1856 წელს მშენებლობა ქუთაისის საგუბერნიო არქიტექტორის ვასილიევის ახალი პროექტით გაგრძელდა. ტაძარი 1862 წელს ეკურთხა წმინდა ქალწულ მარიამის უბიწოდ ჩასახვის სახელზე. 1939 წლის შემდეგ ნაგებობა საწყობად, მოგვიანებით კი საკონცერტო დარბაზად გამოიყენებოდა. 1989 წლიდან იგი საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაა და ღვთისმშობლის ხარების სახელზეა ნაკურთხი. |
Description: | ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია |
Owner: | მერაბ ქაჯაია |
Appears in Collections: | ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Xarebis Eklesia.jpg | 673.55 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.