Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/129040
Title: არსენ კვაჭაძე და მარიამ გვარჯალაძე
Keywords: კვაჭაძე, არსენ ალექსანდრეს ძე (1874-1932)
გვარჯალაძე, მარიამ მეთოდეს ასული (1891-1953)
ეროვნული სამოსი
Abstract: არსენ კვაჭაძე - დაიბადა გურიაში, სოფელ ჯუმათში. 1889 წელს, 15 წლისამ დაიწყო მუშაობა ბათუმის ხე-ტყის სავაჭრო საწყობში, სადაც მალე კეთილსინდისიერი და გამრჯე მუშაობისათვის დააწინაურეს საწყობის გამგედ და მაღალი ჯამაგირიც დაუნიშნეს. რამდენიმე წელიწადში არსენმა ბათუმის ცენტრში საკუთარი სახლის აიშენა. 1909 წელს არსენმა ცოლად შეირთო მასზე 17 წლით უმცროსი მარიამ გვარჯალაძე, რომლისგანაც შემდგომში შეეძინა ექვსი ქალიშვილი: სოფიო, მარგო, ეკატერინე, ნათელა, ზინა და ეთერი. იმ დროს ბაქოში მოღვაწეობდა არსენის ცოლისძმა რომან გვარჯალაძე, რომელიც წარმოშობით თბილისელი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმაგნატის ალექსანდრე მანთაშევის მარჯვენა ხელი იყო სააქციო საზოგადოებაში „ა.ი. მანთაშევი და კომპანია“. არსენმა რომანის ხელშეწყობით საქმიანი კავშირების დაამყარა ბაქოსთან, საწვავი მასალების ბიზნესიც ააწყო და რამდენიმე წელიწადში საკუთარი ხე-ტყის საწყობი გახსნა. არსენი ძალზედ ენერგიული, გამჭრიახი გონებისა და სამართლიანი ხასიათის ადამიანი იყო. 1920 წლისათვის მან სერიოზული ავტორიტეტი მოიპოვა ბათუმის საქმიან წრეებში. არსენს ენდობოდნენ და მის სიტყვას ყველგან დიდი წონა ჰქონდა. 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკებმა გააჩაღეს ფართომასშტაბიანი ნაციონალიზაციის კამპანია, რაც ითვალისწინებდა შეძლებული ბიზნესმენებისგან კერძო საკუთრების ჩამორთმევას. კომუნისტებმა პრაქტიკულად მთლიანად წაართვეს არსენს იმ დროისათვის თავდაუზოგავი შრომით შეგროვილი ქონება, მათ შორის მამაპაპისეული სახლი ჯუმათში და არსენი თავისი მრავალშვილიანი ოჯახით საარსებო წყაროს გარეშე დატოვეს. ამ ნერვიულობის ფონზე არსენს გულის სერიოზული პრობლემები დაეწყო. არსენი პროგრესული შეხედულებებით გამოირჩეოდა, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა სწავლა-განათლების საკითხს და წინააღმდეგი იყო ქალის ადრეულ ასაკში გათხოვებისა, რადგან თვლიდა, რომ თავდაპირველად ქალს უნდა სრულყოფილი განათლება და პროფესია მიეღო, პიროვნებად ჩამოყალიბებულიყო და უკვე შემდეგ შეექმნა ოჯახი. 1924 წლის ბოლშევიკური რეპრესიების ტალღას მოჰყვა არსენის დაპატიმრება. მას მოუწია გარკვეული დროის ციხეში გატარებაც კი, რამაც კიდევ უფრო შეარყია მისი ჯანმრთელობა, რის გამოც იგი ნაადრევად გარდაიცვალა 58 წლის ასაკში და დაკრძალულ იქნა ბათუმის სასაფლაოზე.
Description: გადაღების თარიღი უცნობია
Owner: ზაზა გოგოტიშვილი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Zaza_Gogotishvili-01.jpg857.54 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.