Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/133826
Full metadata record
DC Field | Value | Language |
---|---|---|
dc.date.accessioned | 2015-12-15T06:20:37Z | - |
dc.date.available | 2015-12-15T06:20:37Z | - |
dc.date.issued | 1910 | - |
dc.identifier.uri | http://www.nplg.gov.ge/dspace/handle/1234/133826 | - |
dc.description | მარცხნიდან: მამა ნიკანორი, ვლადიმერ ჯავახიშვილი, მამა ვალენტინი (კოროტენკო) | en_US |
dc.description.abstract | ვლადიმერ ჯავახიშვილი (ჟევახოვი) - დაიბადა პოლტავის გუბერნიის ქალაქ პრილუკაში. ბავშვობა ვლადიმერმა ლონოვიცის მამულში გაატარა, რომელიც ეკუთვნოდა მამას, პირიატინსკის მაზრის, პოლტავის გუბერნიის მემამულეს - დავით დიმიტრის ძე ჯავახიშვილს, იგივე ჟევახოვს, რომელიც აზნაურთა არჩევნების წესით მსახურობდა კიევში, სადაც დედას - ეკატერინე კონსტანტინეს ასულ ვულფერტს ჰქონდა საკუთარი ბინა. ეკატერინეს წინაპრები იყვნენ გორლენკოთა ოჯახის ნათესავები, რომელთა მოდგმამაც რუსეთის მიწას უდიდესი მღვდელმთავარი, ბელგროდელი სასწაულმომქმედი - წმინდა იოასაფ ბელგოროდელი აჩუქა. ჯავახიშვილების ოჯახში ოთხი ბავშვი იზრდებოდა. ვლადიმერს ჰყავდა ტყუპისცალი ძმა - ნიკოლოზი, (სასულიერო მწერალი და წმინდა სინოდის ობერპროკურორის თანაშემწე), ასევე ორი და, ლიუბა და ბარბარე. 1900 წლიდან მსახურობდა კიევის სასამართლოს პალატაში და თორმეტი წლის განმავლობაში არჩევნების წესით ითვლებოდა ქვეყნის საპატიო მოსამართლედ, რაც თვალნათლივ მეტყველებს უბრალო ხალხისაგან მის მიმართ გამოვლენილ ნდობაზე. 1913 წლის 9 იანვარს, თავადი ჯავახიშვილი დანიშნეს კიევის გუბერნიის სამმართველოს უფროს მრჩევლად. თავადი ვლადიმერ ჯავახიშვილი კიევის საქველმოქმედო საზოგადოების მოქმედი წევრი გახდა. ის კიევის მონასტრებს თანხით და პროდუქტებით ეხმარებოდა. ქველმოქმედებამ და მონასტერზე ზრუნვამ მიიყვანა თავადი ყაზანის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე წმინდა იონას სახელობის მამათა მონასტრის სამების ტაძარში. აქ გაიცნო მან იღუმენი ვალენტინი (კოროტენკო), რომელმაც პირველმა მოუთხრო მას ზვერინევსკის ახლადაღმოჩენილი უძველესი მღვიმეების მონასტრებზე. ვლადიმერ ჯავახიშვილმა უდიდესი ძალისხმევა მოანდომა მღვიმეებში ბერმონაზვნური ცხოვრების აღორძინებას | en_US |
dc.language.iso | ka | en_US |
dc.subject | ჯავახიშვილი, ვლადიმერ დავითის ძე (1874-1937) | en_US |
dc.title | ვლადიმერ ჯავახიშვილი უკრაინელ სასულიერო პირებთან მამა ვალენტინთან და ნიკანორთან ერთად | en_US |
dc.type | Image | en_US |
dc.rights.holder | ლევან ურუშაძე | en_US |
Appears in Collections: | ქართველები საზღვარგარეთ |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Tavadi V.D. Jevakhovi (Javakhishvili. Shuashi) 1912.jpg | 372.74 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.